ეკზოპლანეტებზე ნადირობის ფრონტიდან ცუდი ამბები მოდის: ”კეპლერის” ბედი გაურკვეველი რჩება, ხოლო მისია CoRoT(Convection, Rotation and Planetary Transits)-მა ოფიციალურად შეწყვიტა ფუნქციონირება. CoRoT-ის კომპიუტერმა ხარვეზებით მუშაობა 2012 წლის 2 ნოემბერს დაიწყო. ამჟამად მას სანავიგაციო ბრძანებების მიღება ისევ შეუძლია, თუმცა საფრნგეთის კოსმოსური სააგენტოს(CNES) განცხადებით, აპარატი შემეცნებით მონაცემებს ვეღარ აგროვებს. CoRoT-ის არსებობა დედამიწის ატმოსფეროს სქელ ფენებში დაწვით დასრულდება.
წარმატებული მისიის დასასრული უსიამოვნო მოსასმენია, თუმცა CoRoT-ზე ზედმეტად დამწუხრება საჭირო არ არის. ეს მისია ორჯერ მეტ ხანს გაგრძელდა, ვიდრე დაგეგმილი იყო და მეცნიერთათვის ცნობილი ეკზოპლანეტების რიცხვი კიდევ უფრო გაზარდა(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს).
ტელესკოპი საფრანგეთის კოსმოსური სააგენტოს ძალისხმევით შეიქმნა, ევროპის კოსმოსური სააგენტოს, ავსტრიის, ესპანეთის, გერმანიისა და ბრაზილიის შემეცნებით-კვლევითი ცენტრების მონაწილეობით.
CoRoT-ი ვარსკვლავების ნათობის ცვლილებას აკვირდებოდა, რომელიც რეგულარულად ჩნდება ვარსკვლავის წინ პლანეტის მოძრაობის დროს(ანუ ტრანზიტული მეთოდი, როგორც ”კეპლერი”). ითვლებოდა, რომ ტელესკოპის მიერ აღმოჩენილი ეკზოპლანეტების უმრავლესობა ე.წ. ცხელი იუპიტერები იქნებოდნენ, სწორედ ასეთი ტიპის ობიექტები არიან ცნობილი ეკზოპლანეტების უმრავლესობა. თუმცა აპარატის მგრძნობელობა კლდოვანი პლანეტების დანახვის საშუალებასაც იძლეოდა, ოღონდ დედამიწაზე რამდენიმეჯერ დიდების(ე.წ. სუპერდედამიწა).
CoRoT-ი ასტროსეისმოლოგიითაც იყო დაკავებული. მას ვარსკვლავის ზედაპირზე გარცელებული ტალღით გამოწვეული ნათობის ცვლილების რეგისტრირება შეეძლო. ამით ვარსკვლავის მასის, ასაკისა და ქიმიური შემადგენელის დადგენაა შესაძლებელი. იგივე მეთოდი SOHO-ზეც იქნა გამოყენებული, მზის შიგნით მიმავალი პროცესების შესასწავლად(„ვარსკვლავძვრა“).
აპარატი ორბიტაზე 2006 წლის 27 დეკემბერს, რუსული რაკეტამატარებლის საშუალებით გაიყვანეს. 17-18 იანვრის ღამეს თანამგზავრმა აპარატურა გაშალა და ტესტირებისა და კალიბრაციის რეჟიმში გადავიდა.
2007 წლის 3 მაისს დაწყებული ძებნა პლანეტის აღმოჩენით დაგვირგვინდა – COROT-1b. რეგისტრირებული იქნა ამ პლანეტის დედავარსკვლავის ასტროსეისმური ატქიურობაც.
2010 წლის 14 ივნისს კიდევ ექვსი ეკზოპალნეტისა და ერთი ყავისფერი ჯუჯას აღმოჩენის შესახებ გაკეთდა განცხადება – CoRoT-8b, CoRoT-11b, 12b, 13b და 14b, ყავისფერი ჯუჯა CoRoT-15b(ქართველების მიერ გადაღებული ვენერას ტრანზიტი(ვიდეო ნასასგან); ვარსკვლავძვრით ვარსკვლავების ასაკი დაადგინეს; „კეპლერის“ მზეები და პლანეტები; CoRoT).
ეკზოპლანეტებზე მონადირე ორივე ორბიტალური ტელესკოპი მწყობრიდანაა გამოსული
Posted by
რა უბედურებაა, ორივე რო გაფუჭდა,ერთი მაინც გაფუჭებულიყო,