ვარსკვლავძვრით ვარსკვლავების ასაკი დაადგინეს

 კვლევის ობიექტი სისტემა 16 Cygni იყო, რომელიც 70 სინათლის წლის მანძილზე გედის თანავარსკვლავედში მდებარეობს. სისტემა სამი ვარსკვლავისგან შედგება – ორი ყვითელი ჯუჯა და ერთიც წითელი. 1996 წელს ერთ-ერთი ყვითელი ჯუჯას გარშემო – 16 Cygni B – ეკზოპლანეტა აღმოაჩინეს, სახელად 16 Cygni Bb – მას შემდეგ ვარსკვლავურ სისტემას ასტროფიზიკოსები აქტიურად იკვლევენ.

 ნამუშევრის ჩარჩოებში მეცნიერებმა სისტემის ფოტომეტრული დაკვირვებების გაანალიზება მოახდინეს, რომელიც სამი თვის წინ ტელესკოპმა „კეპლერმა“ ჩაატარა. მეცნიერთა თქმით, ასეთნაირად შეგროვებული უნიკალური მონაცემებით მოხერხდა 45 და 41 განსხვავებული სიხშირის რხევების იდენტიფიცირება ყვითელ ჯუჯებში.

 სეისმური ქტიურობის მონაცემებითა და სისტემის განსხვავებული ევოლუციებით კომპიუტერული მოდელირების(რიცხობრივი ექსპერიმენტის ჩარჩოებში მეცნიერებმა რამდენიმე ძირითადი ვარიანტი განიხილეს) საშუალებით ასტროფიზიკოსებმა ვარსკვლავური სისტემის ასაკის დადგენა შეძლეს. როგორც აღმოჩნდა, 16 Cygni-ს ასაკი 6,8 მილიარდი წელია, რაც 2 მილიარდი წლით მეტია მზის სისტემის ასაკზე.

 აპარატი „კეპლერი“ ორბიტაზე 2009 წელს გაიყვანეს. მისი მთავარი დანიშნულება ეკზოპლანეტების ძებნაა. ამ მიზნის რეალიზაციისთვის აპარატის მეთვალყურეობის ქვეშ ერთდროულად150 ათასი ვარსკვლავია მოქცეული, ქნარისა და გედის თანავარსკვლავედებს შორის. ახალი ნამუშევრის ავტორთა თქმით, მათი კვლევა ნათლად ახდენს იმ ფაქტის დემონსტრირებას, რომ ტელესკოპი უნიკალური ფოტომეტრული მონაცემების მისაღებადაც შეიძლება იქნეს გამოყენებული.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.