რაკეტა-მატარებელმა Minotaur V-მა მთვარის საკვლევი აპარატით LADEE სტარტი 7 სექტემბრის დილას აიღო.სტარტის მერე აპარატმა მთელი რიგი მანევრები უნდა გააკეთოს, სანამ ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის ორბიტაზე, ზედაპირიდან 50 კილომეტრის სიმაღლეზე გავა. მისიის ძირითადი ნაწილი 100 დღე უნდა გაგრძელდეს.
LADEE-ს მისიის მიზანი მთვარის ატმოსფეროსა და მის მახლობელ გარემოში არსებული ნაწილაკების შემადგენელის გამოკვლევაა(Lunar Atmosphere and Dust Environment Explorer). მთვარის ატმოსფეროს, რომელიც დედამიწისაზე ტრილიონჯერ თხელია, სპეციალისტები ეგზოსფეროს უწოდებენ. მსგავსი ეგზოსფერო, თანამედროვე მონაცემების მიხედვით, მერკურისა და პლანეტა გიგანტების თანამგზავრებსაც გააჩნიათ. ის გაზის მოლეკულებისა(ძირითადათ ჰელიუმი, მზის ქარიდან) და მყარი ნივთიერებების ნაწილაკებისგან(მტვრისგან) შედგება. ეს უკანასკნელი კი, შეიძლება, თავისებური ნათების მიზეზი იყოს, რომელიც პირველად ”აპოლონის” მისიის ასტრონავტებმა შეამჩნიეს.
კვლევების ჩატარებისთვის აპარატი მას-სპექტრომეტრით არის აღჭურვილი NMS(”ცნობისმოყვარეს” მსგავსი), ულტრაიისფერი დიაპაზონის სპექტრომეტრით UVS და მტვრის ნაწილაკების დამჭერით LDEX. მონაცემების დედამიწაზე გადმოსაცემად, რადიოარხთან ერთად, აპარატი ლაზერულ სისტემასაც გამოიყენებს. წარმატების შემთხვევაში LADEE იქნება შორეული კოსმოსის საკვლევი პირველი აპარატი, რომელთანაც ასეთი მააღალი სიჩქარის კავშირი იქნება დამყარებული.
Deep Impact-თან კავშირი დაიკარგა
ლეგენდარული Deep Impact-ი(კომეტებზე მონადირენი) მზისა და დედამიწის მიმართ ისეთი კუთხით აღმოჩნდა შეტრიალებული, რომ მისი ანტენა დედამიწისკენ აღარ იყურება, ხოლო მზის ბატარეები მზისკენ. ამჟამად სპეციალისტები ცდილობენ გაარკვიონ რა მიმართულებით არის შებრუნებული აპარატი, რათა სწორი ორიენტაციის მისაღებად საჭირო ბრძანება გადასცენ. მიმართული გადაცემის ანტენის გარდა Deep Impact-ს მეორე ანტენაც აქვს, რომელიც დედამიწიდან გადაცემული ბრძანების მიღებას ალბათ შეძლებს.
2010 წლის ნოემბერში NASA-ს აპარატმა სახელად Deep Impact, კოსმოსური მასშტაბებით თუ ვიმსჯელებთ(700 კილომეტრი), კომეტა ჰართლი 2-ს ახლოს ჩაუფრინა. მიახლოების დროს აპარატმა უამრავი ფოტო გადაიღო, რომლებსაც ასტრონომები ახლაც იკვლევენ. აპარატმა დაადგინა, რომ ჰართლი-2-დან ნახშირმჟავა გაზი ორთქლდება და არა გაყინული წყალი, ასევე ის, რომ მისი ზედაპირიდან კოსმოსში ციანიდები იფრქვევიან.
ამ მისიის ძირითადი ნაწილი 2005 წელს დასრულდა, მასთან დაკავშირება კვირაში ერთჯერ ხდებოდა, პრობლემა კი სამწაუხაროდ მაშინვე არ გამომჟღავნდა.