ღრუბელია ეს თუ კოსმოსური ხომალდი? ამ უჩვეულო და ძალიან საშიშ შტრომულ ღრუბელს სუპერუჯრედი ჰქვია. სუპერღრუბლებს ტორნადოების, სეტყვის, მძლავრი დაღმავალი ნაკადებისა და კოკისპირული წვიმების, ან უბრალოდ შთამბეჭდავი სანახაობის წარმოქმნა შეუძლია. სუპერუჯრედი ჩვეულებრივ, თავის თავში მეზოციკლონს მალავს – აღმავალი ჰაერის სვეტი, შემოფარგლული დაღმავალი ჰაერის ნაკადებით. სუპერუჯრედები დედამიწის სხვადასხვა წერტილებში გვხვდება, ყველაზე მეტად კი ა.შ.შ-ს ე.წ. ტორნადოების ხეივანში. ამ ვიდეორგოლში მიმდევრობით გადაღებული ოთხი ფოტოა წარმოდგენილი, რომელზეც შეგიძლიათ ნახოთ, როგორ მიცურავს მბრუნავი სუპერუჯრედი ტეხასის ქალაქ ბუკერის ცაში. ჩანს ცენტრთან ახლოს ახალი ღრუბლების წარმოქმნის პროცესი, სპირალურ მოძრაობაში ჩახვეული მტვერი ზედაპირთან, ჭექაქუხილი, უზარმაზარი და რთული სტრუქტურის მქონე სუპერუჯრედის ბრუნვა. ვიდეორგოლის ბოლოს კი წვიმის უწყვეტი ნაკადის სუპერუჯრედიდან გადმოდინება (ქარიშხალი და მიწისძვრა: მოკავშირეები? ქარიშხალი სენდი ფორმირებიდან სანაპიროზე გადასვლის ჩათვლით; ქარიანი გზები დედამიწაზე).
სუპერუჯრედი ტეხასის თავზე
Posted by