იმის გათვალისწინებით, რამდენი ექსპერიმენტი გამოსცადა თავის თავზე ჩვენმა მრავალტანჯულმა პლანეტამ, შეიძლება გაგვიკვირდეს, როგორ გადარჩა ცოცხალი.
1.კოლის ზეღრმა ჭაბურღილი
ბურღვა ჯერ კიდევ 1970 წელს დაიწყეს, ამჟამად ობიექტი მიტოვებულია. მითი 1989 წელს, ამერიკული ტელეკომპანია Trinity Broadcasting Network -ის ეთერით გაჩნდა, რომელიც ფინურ გაზეთში დაწერილ მასალას ეყრდნობოდა. თითქოს ხსენებულ ჭაბურღილში ჩაშვებულმა მიკროფონმა ჯოჯოხეთის ხმები დააფიქსირეს. ჭაბურღილის სიღრმე 12 262 მეტრს აღწევს. გეგმის მიხედვით მთლიანად უნდა გაებურღათ დედამიწის ქერქი და მანტიის ზედა ფენამდე ჩასულიყვნენ, თუმცა არავინ იცოდა, რა შეუძლებოდა მოჰყოლოდა ამას. მიუხედავად ამისა, მასშტაბური მიწისძვრებისა და ქვესკნელიდან ამოსული დემონების მოლოდინის შიში არ გამართლდა. ბურღვა მაღალი ტემპერატურის გამო შეწყდა, რადგან გამდნარი ქანები ისევ ნაბურღში ჩაედინებოდა, რაც სამუშაოების გაგრძელების საშუალებას აღარ იძლეოდა(მართალია, რომ დედამიწის სიღრმეებში მიკროფონებმა უცნაური ხმები დააფიქსირეს?).
2. თრინითი
თრინითის გამოცდა ამერიკული პროგრამა ”პროექტი მანჰეტენი”-ს ნაწილი იყო. 1945 წლის 16 ივლისს ჩატარებული ცდა პირველი ატომური აფეთქება იყო კაცობრიობის ისტორიაში. თავიდან ამ იარაღის გამოცდა პროექტში მონაწილე მეცნიერის ედუარდ თელერის გაფრთხილების გამო ფერხდებოდა. მისი ვარაუდით, ასეთი სიმძლავრის პლუტონიუმის აფეთქება გამოიწვევდა ქიმიურ რეაქციას აზოტის მონაწილეობით, რაც თეორიულად, დედამიწის ატმოსფეროს არაკონტოლირებად აალებამდე მიგვიყვანდა(ბირთვული დაშლა და სინთეზი).
3. დიდი ადრონული კოლაიდერი
2008 წლის 10 სექტემბერს, დიდი ადრონული კოლაიდერის(1) ამუშავების შესახებ გამოცხადების მერევე, გაჩნდა მოსაზრებები, რომ ეს მოწყობილობა დედამიწის განადგურებას გამოიწვევდა. თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა, რადგან მიკროსკოპული შავი ხვრელები, თუ ისინი ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მართლაც ჩნდებიან, დედამიწის შთანთქმას ვერ მოახერხებენ, რადგან ხვრელს გააჩნია ზღვარი, რომლის მერეც ის ორთქლდება, ამ ფენომენს ჰოკინგის გამოსხივება ეწოდება(კოლაიდერში შავი ხვრელები ისევ არ გამოჩენილან; შავი ხვრელის სიცოცხლის ხანგრძლივობა.).
4.”სთარშიფ ფრაიმ”
დედამიწის მაგნიტოსფერო მზისა და კოსმოსური გამოსხივებისგან გვიცავს. რა მოხდება, თუ მასში დიდი სიმძლავრის ატომურ ბომბს ავაფეთქებთ? 1962 წელს ა.შ.შ-მ სწორედ ამის გარკვევა გადაწყვიტა. ყველაფერთან ერთად ესქპერიმენტის მიზანი სამბჭოთა თანამგზავრების ორბიტაზევე განადგურებაც იყო. წყნარ ოკეანეში მდებარე ჯონსონის ატოლის(მარჯნის კუნძული) თავზე, ზედაპირიდან 400 კილომეტრის სიმაღლეზე, 1,4 მეგატონიანი ბირთვული ქობინის აფეთქება 1450 კილომეტრს იქეთ მდებარე ჰავაის კუნძულებზეც ჩანდა. ელექტრომაგნიტურმა იმპულსმა განათებისა და ტელეგრაფის ხაზები დააზიანა. დაბალ ორბიტაზე წარმოქნილი ხელოვნური რადიაციული სარტყელი 5 წლის მერე დაიშალა და ამ ორბიტაზე მდებარე თანამგზავრების მესამედი მწყობრიდან გამოიყვანა(მოგზაურობა დედამიწის მაგნიტურ სარტყელში).
5. SETI
არამიწიერი ცივილიზაციების პრობლემა – ეს არის სიცოცხლისა და მოაზროვნე არსებების ძიება სამყაროში. მისი ერთ-ერთი ნაწილია არამიწიერი ცივილიზაციების ძებნა, ინგლისურად Search for Extra-Terrestrial Intelligence, შემოკლებით SETI(WOW და სხვა სიგნალები…).
არის თუ არა საშიში SETI? მით უმეტეს დედამიწიდან გაგზავნილი სიგნალები კონტაქტის დასამყარებლად? თუ სიგნალი აღმოჩენილი იქნება, როგორ უნდა მოხდეს მისი გაშიფვრა და ინტერპრეტირება? როგორ იმოქმედებს ეს მოვლენა კაცობრიობის ისოტრიის მსვლელობაზე? ღირს კი მიღებულ სიგნალზე პასუხის გაცემა, თუ კი, როგორ? ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას? და ა.შ(ბრიტანელი მეცნიერები მოგვიწოდებენ, უცხოპლანეტელებთან შესახვედრად მოვემზადოთ; სტივენ ჰოკინგი თვლის, რომ უცხოპლანეტელებთნ კონტაქტი საშიშია, მანქანური ცივილიზაცია)…
5 საშიში ექსპერიმენტი
Posted by