5 მილიარდი წლის მერე…

 რა დაემართება მზის სისტემას 5 მილიარდი წლის მერ და რა ბედი ელის მასში შემავალ პლანეტებს, დედამიწას? ამის დასადგენდ, ბელგიელმა ასტრონომებმა, დედამიწიდან 208 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლვი, (გემის)კიჩოს L2 შეისწავლეს, რომელსაც მზის მომავალზე შეუძლია მოგვითხროს, როცა ჩვენი მნათობი წითელ გიგანტად გადაიქცევა.

 ”გავიგეთ, რომ კიჩოს L2-ის ასაკი 10 მილიარდი წელია. 5 მილიარდი წლის წინათ ის, დღევანდელი მზის იდეალური ტყუპისცალი იქნებოდა. მასის მესამედი ვარსკვლავური ევოლუციის განმავლობაში დაკარგა. შორეულ მომავალში, ჩვენ მზესაც იგივე ელის” – ამბობს ასტრონომი ვარდ ჰომანი.

alma

 კვლევის ჩასატარებლად, ასტრონომებმა ანტენათა მასივი გამოიყენეს, რომელიც ჩილეში არსებულ ევროპის სამხრეთულ ობსერვატორიას ეკუთვნის – ALMA. ეს არის ერთ-ერთი უძლიერესი რადიოტელესკოპი, რომელიც 66 ანტენისგან შედგება და 16 კილომეტრის დიამეტრის ვირტუალურ ტელესკოპს წარმოქმნის. ამ უძლიერესი ინსტრუმენტით შეიარაღებულმა მკვლევარებმა, კიჩოს L2-ის წარსულისა და მზის მომავალის პირდაპირი მსგავსება დაინახეს.

 ”ხუთი მილიარდი წლის მერე, მზე ახლანდელზე ასეულობითჯერ დიდი ზომის წითელ გიგანტად გადაიქცევა. გარდა ამისა, მისი მასის მნიშვნელოვანი ნაწილი მზიურ ქართან ერთად განიავდება. დახლოებით 7 მილიარდი წლის მერე, მისი ევოლუციის საბოლოო პროდუქტი, დედამიწის ზომამდე შეკუმშული, თუმცა გაცილებით მასიური თეთრი ჯუჯა იქნება(ჩანდრასეკარის ზღვარი). ასეთი ვარსკვლავიდან აღებული ერთი კოვზი ნივთიერება, დახლოებით, 5 ტონას აიწონიდა” – ამბობს ლინ დეცინი, მკვლევართა ჯგუფის კიდევ ერთი წევრი.

 ყველას კარგად გვესმის, რომ მზე უსასრულოდ ვერ იარსებებს, თუმცა პირველად ხდება, როცა მეცნიერებმა მისი მომავალი ბედი სხვა ვარსკვლავის მაგალითზე ტელესკოპით დაინახეს. გარდა ამისა, არანაკლებ საინტერესოა გავიგოთ, რა დაემართზება მზის სისტემის პლანეტებს.

 მოკლედ რომ ვთქვათ: არავინ იცის, კონკრეტულად რა მოუვა თვითონ პლანეტას, მაგრამ სიცოცხლე რომ ვერ გადარჩება, ცხადზე უფრო ცხადია.

 ”ჩვენი მზე უფრო დიდი და ელვარე გახდება, ამიტომ მეტია ალბათობა იმისა, რომ დედამიწაზე არსებულ ყველნაირ სიცოცხლეს გაანადგურებს. უცნობია, გადარჩება თუ არა დედამიწის მყარი ბირთვი, როცა ჩვენი მნათობი წითელი გიგანტის ფაზაში გადავა, გააგრძელებს თუ არა ბრუნვას თეთრი ჯუჯას გარშემო” – ამბობს დეცინი.

 მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ისეთი პლანეტები, როგორიც მერკური და ვენერაა, გადიდებული მზის წიაღში უკვალოდ გაქრება. რა დაემართება დედამიწას, შემდგომი დაკვირვებები გვიჩვენებს.

 კიჩოს L2-თან 300 მილიონი კილომეტრის დისტანციაზე(მზე-დედამიწას შორის მანძილზე 2-ჯერ მეტი) კლდოვანი პლანეტა უნდა იყოს, რომელზე დაკვირვება გრძელდება, რადგან მას შეუძლია გვითხრას, რა დაემართება დედამიწას 5 მილიარდი წლის მერე(მზის მომავალი სხვა ვარსკვლავების მიხედვით ; მეცნიერებმა მზის სისტემის მომავალი დაინახეს; მზის სისტემის შორეული მომავალი).

One comment

  1. ძალიან საინტერესოა რა დაემართება დედამიწას

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.