იოს ბუნებრივი ფერები

 მზის სისტემის ყველაზე უცნაურ თანამგზავრზე კაშკაშა ყვითელი ფერი ჭარბობს. ამ სურათზე იო ბუნებრივი ფერებით არის წარმოდგენილი, როგორსაც მას ადამიანის თვალი დაინახავდა. გამოსახულება მიღებულია 1999 წლის ივლისში, კოსმოსური აპარატით – “გალილეო”, რომელიც იუპიტერს 1995 – 2003 წლებში იკვლევდა. იოს ასეთი ფერი გოგირდისა და სილიკატური ქანების დამსახურებაა. უამრავი აქტიური ვულკანი მის ზედაპირს მუდმივად ცვლის. იუპიტერის უძლიერესი მოქცევის ძალა იოს ადეფორმირებს და ახშობს რყევებს, რომლებიც დანარჩენი სამი გალილეის დიდი თანამზგავრების მიზიდულობით არის გამოწვეული. შედეგად, ამ შეკუმშვა-გაფართოების გამო, მისი წიაღი ძალიან ცხელდება, გამდნარი ქანები კი ზედაპირზე ამოიფრქვევა (იუპიტერის მზვერავები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.