იშვიათი გამონაკლისი 2

 საუთჰემპტონის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერთა აზრით, დედამიწა სიცოცხლის არსებობისთვის თავსებადი შემთხვევით გახდა. კვლევის მიხედვით, გალაქტიკაში ასეთი პლანეტების რაოდენობა გაცილებით მცირეა, ვიდრე ითვლებოდა (Communications Earth & Environment).

 სპეციალისტებმა კლიმატის მოდელირება ასი ათასამდე შემთხვევით გენერირებული პლანეტისთვის ჩაატარეს, თან ყოველი მათგანისთვის მოდელირება ასჯერ ტარდებოდა. ცნობილია, რომ ცოცხალი ორგანიზმებისთვის საჭირო სტაბილური პირობები დედამიწაზე 3 მილიარდი წელი იყო (ახალი აღმოჩენების მიხედვით, სიცოცხლე 3,77 მილიარდ წელზე მეტი ხნისაა). ამასთან ერთდ, ბიოსფეროს ისეთი გლობალური კატაკლიზმები ემუქრებოდა, როგორიც არის ვულკანების ამოფრქვევა (ყველაზე დიდი ვულკანი ოკეანის სიღრმეებში იმალებოდა), ასტეროიდებისა და კომეტების ვარდნა (განკითხვის დღის რეპეტიცია), ანთებები მზეზე (შემოდგომის გაცეცხლებული მზე) და ახლოს მდებარე ზეახლების აფეთქებები (კოსმოსიდან მოვლენილი კიბო).

 აღმოჩნდა, რომ სიცოცხლის არსებობისთვის თავსებადი პლანეტების უმრავლესობა, ვერ ინარჩუნებდა ასეთ სტატუსს სხვა სიმუალციებში. ასი ათასიდან, მხოლოდ 9% (8700) იყო “ცოცხალი” ერთჯერ მაინც, ამათგან თითქმის ყველა 50-ჯერ, ხოლო 4500 მათგანი 10-ჯერ მაინც ასიდან. ყველაზე სავარაუდოა სცენარი, რომლის მიხედვით, დედამიწა გლობალური კატასტროფის შედეგად დაკარგავს ბიოსფეროს (უცხო პლანეტაზე აღმოჩენილი ჟანგბადი არ ნიშნავს, რომ იქ სიცოცხლეა).

 მეცნიერთა თქმით, შედეგები ცხადყოფს, რომ ირმის ნახტომის კლდოვანი პლანეტების აბსოლუტურ უმრავლესობაზე ნამდვილად ვერ იქნება სიცოცხლე (დედამიწა – იშვიათი გამონაკლისი…; სიცოცხლე; დრეიკის განტოლება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.