გორაკები, ქედები და კვლები მარსზე

 ზოგჯერ, მარსმავალიც კი ჩერდება, რომ წინ გადაშლილი პეიზაჟით დატკბეს (🤔). წინა წლის ნოემბრის ბოლოს, მარსმავალი “ქიურიოსითი”, მარსის შთამბეჭდავი ხედის გადასაღებად შეჩერდა. ზუსტად მის წინ, უჩვეულოდ ბრტყელთავა გორაკი აღმართულა. მას მარსმავალი ამ ფოტოს მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე იკვლევდა. მარჯვნივ მდებარე მთა შარპი, გეილის კრატერის 5 კილომეტრიანი ცენტრალური პიკია, კრატერისა, რომლის შიდა ნაწილს “ქიურიოსითი” სწავლობს. შარპი, სულფიტებით არის დაფარული და საკმაოდ ელვარედ გამოიყურება. გამოსახულების მარცხენა კიდესთან, ვერა რუბინის ქედის ერთი ფერდობი ძალიან ბნელ ჩრდილში ჩაძირულა, ამ მაღლობს მარსმავალი ადრე იკვლევდა. ქედსა და გორაკს შორის კვალი ჩანს, რომელიც “ქიურიოსითიმ” ამ ადგილისკენ მოძრაობისას დატოვა. ფოტოს წინა პლანზე, ყველაზე რთული ავტომატური მარსმავლის ნაწილი ჩანს, კაცობრიობის თვალები პლანეტა მარსზე. ამ წელს, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ნასა კიდევ ერთ მარსმავალს გააგზავნის და ამ თვალების რაოდენობა გაიზრდება (ყველაზე მაგარი მანქანა…).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.