ვულკან ტაიდეს უკან ჩამავალი მთვარე

 ამ ადამიანებს არაფერი ემუქრება. ის, რაც მარცხნა მხრიდან ეშვება, მათგან ძალიან შორს მდებარე მთვარეა. მთვარე ამხელა იმიტომ ჩანს, რომ ფოტო ტელეობიექტივით არის გადაღებული. დედამიწის ბრუნვის გამო, მთვარე მთა ტაიდეს უკან ქრება, რომელიც კანარის კუნძულებზე მდებარე ვულკანს წარმოადგენს, აფრიკის ჩრდილო დასავლეთ სანაპიროსთან ახლოს. ეს ხალხი გადაღების ადგილიდან 16 კილომეტრში იმყოფებიან. ზოგი მათგანი კამერის მხარეს იყურება, რადგან ამომავალ მზეს აკვირდებიან. ის, რომ სავსე მთვარე, მზის ამოსვლასთან ერთად ჩადის, შემთხვევითობა არ არის. მზე და სავსე მთვარე ყოველთვის საწინააღმდეგო წერტილებზეა ხოლმე ცაზე. წინა კვირას სავსემთვარეობა იყო, მას “რძისფერ მთვარესაც” უწოდებენ. ვიდეოს დემონსტრირება რეალურ დროში ხდება – მთვარე მართლა ასე სწრაფად ჩადიოდა (ცისფერი მთვარე; მთვარის მრავალ ფეროვანი ამოსვლამთვარის ფერებისავსე მთვარეების წელიწადიმთვარის ილუზიადიდი მთვარე და უცნაური ოპტიკური მოვლენამიკრო და სუპერ-მთვარეროგორ მოქმედებს მთვარე ცოცხალ ორგანიზმებზე?(მიხეილი)ცუნამი, მიწისძვრა და “სუპერ სავსემთვარეობა”).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.