ხვრელისა და ანტიხვრელის შეჯახება

 რა მოხდება, თუ შავ ხვრელს, ანტიმატერიისგან წარმოქმნილ შავ ხვრელთან შევაჯახებთ? ერთი შეხედვით, გიჟური გონებრივი ექსპერიმენტია, თუმცა, რა გვიშლის ხელს ვითეორეტიკოსოდ? როგორ შეიძლება გავანადგუროთ შავი ხვრელი?

 რაკეტები ვესროლოთ, ლაზერი, პლანეტები. რა მერე? ხვრელი კიდევ უფრო მასიური და საშინელი გახდება. გამოდის, რომ შავი ხვრელის დამარცხების ერთად-ერთი მეთოდია გულხელდაკრეფილი ჯდომა და ცდა, როდის აორთქლდება იგი, ეფექტითა ჰოქინგისეულითა, რასაც ძალიან დიდი დრო ჭირდება.

 რა მოხდება, თუ ანტიმატერიას გამოვიყენებთ? ესეც არასაიმედო და უაზრო მეთოდია, გაუმაძღარი ურჩხულის კიდევ უფრო კარგად გამოკვებისა. ანტიმატერია და მატერია ხომ ერთმანეთის საპირისპირო სუბსტანციებია, დადებითი და უარყოფითი რიცხვების შეკრებით ხომ ნულვს ვღებულობთ? ისინი ერთმანეთს არ აკომპენსირებენ? თუ ასეა, გადავქაჩოთ ანტიმატერია ჩვეულებრივი მატერიის შავ ხვრელში და ასე დავიყვანოთ ის ნულამდე.

 ანტიმატერია, პრაქტიკულად იგივე მატერიაა, ოღონ მასში ყველაფერი პირიქითაა. მუხტი, სპინის მიმართულება, სუბატომური ნაწილაკების კონფიგურაცია… ყველაფერი პირიქით, მასის გარდა. ელექტრონისა და ანტიელექტორნის (პოზიტრონი) მასები ზუსტად ერთნაირია. დავფიქრდეთ, ერთნირი რაოდენობის მატერიისა და ანტიმატერიის შეჯახება მათ ანიჰილაციას იწვევს, რაც გაქრობას არ ნიშნავს, ეს არის მატერიის სრული გარდაქმნა ენერგიად (ფოტონებად).

 აინშტაინის “ანდერძის” მიხედვით, მასა და ენერგია, ერთი და იგივე რამაა, ერთი მედალის სხვადასხვა მხარე. შეგვიძლია გარდავქმნათ მასა ენერგიად და პირიქით. შავი ხვრელისთვის ეს სულ ერთია, ერთიც და მეორეც კიდევ უფრო დიდ შავ ხვრელად აქცევს. წარმოვიდგინოთ, რომ ერთნაირი მასის ხვრელი და ანტიხვრელი ერთმანეთს შევაჯახეთ. ისინი უნდა ანიჰილირდეს და ენერგიად გადაიქცეს.

 კარგად ვიცით, რომ შავი ხვრელის გრავიტაცია იმდენად ძლიერია, რომ მისგან თავის დაღწევა არაფერს შეუძლია, თვით სინათლის სხივსაც. ამიტომ, მთელი ეს ენერგია, მომენტალურად, კიდევ უფრო დიდ შავ ხვრელად გადაიქცევა.

 გარდა ამისა (ჩვეულებრივი შავი ვხრელი ხომ შევქმენით უკვე), ანტიმატერიის შავი ხვრელის წარმოება უკიდურესად ძვირი იქნება. ანტინაწილაკების მიღება ამაჩქარებლებში ხდება. ამაჩქარებლის გიგანტურ რგოლში, პროტონებს ჯერ ლამის სინათლის სხივის სიჩქარემდე აჩქარებენ, შემდეგ კი ერთმანეთს აჯახებენ. ნაწილაკთა კოლექტიური იმპულსი მასად გარდაიქმენა, ცნობილი ფორმულის მიხედვით E = mc2. ყოველი შეჯახება, უამრავ ახალ ნაწილაკს აჩენს, რომლებსაც, ანიჰილირების თავიდან ასაცილებლად, მაგნიტური ველით აკავებენ. ერთი გრამი ანტიწყალბადის მისაღებად 62,5 ტრილიონი დოლარია საჭირო: ეს არის ყველაზე ძვირი მატერია, რომლის მიღებაც ჩვენ, დედამიწაზე შეგვიძლია.

 თეორიულად, მიკროსკოპული ხვრელების გაჩენა დიდი ადრონული კოლაიდერის რგოლებშიც არის შესაძლებელი, თუმცა, ჯერ მსგავსი არაფერი დაფიქსირებულა. თუ ფიზიკოსებმა შეძლეს და მიკროსკოპული შავი ხვრელი, ანტიწყალბადის შემადგენელი ნაწილაკების შეჯახებით მიიღეს, ამ პროცესის ღირებულება თვით ანტინივთიერების წარმოების ღირებულებას დაჩრდილავს.

 მოკლედ, შავი ხვრელების საწინააღმდეგო წამალი ამ სამყაროში ჯერ არავის გამოუგონია. მხოლოდ დრო, მისი, შავ ხვრელებსაც კი ეშინიათ (სად დაეცემა ანტიატომი: გრავიტაცია თუ ანტიგრავიტაცია?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.