ჰოკინგის თანაავტორი ხვრელების აფეთქების შესაძლებლობაში დაეჭვდა

 სამხრეთაფრიკელი ფიზიკოსი ჯორჯ ელისი, სტივენ ჰოკინგის თანაავტორი, შავი ხვრელების საბოლოო აორთქლების უნარიანობაში დაეჭვდა(arXiv.org).
_1974 წელს სტივენ ჰოკინგმა მტკიცებულების ფორმულირება მოახდინა იმის შესახებ, რომ, მოვლენათა ჰორიზონტთან ახლოს, კვანტური მოვლენების გამო, შავი ხვრელები გამოსიხვებას უშვებენ. კვანტური მექანიკის თვალსაზრისით ვაკუუმში მუდმივად ჩნდებიან და ანიჰილირებენ ვირტუალური ნაწილაკები და ანტინაწილაკები. ზოგიერთ შემთხვევაში, ხვრელის გრავიტაციის ზემოქმედებით, ნაწილაკი-ანტინაწილაკის ასეთი წყვილი, გაჩენილი ლამის მოვლენათა ჰორიზონტზე, ერთმანეთს შორდებიან. ნაწილაკი ხვრელის მიდამოებს ტოვებს(ჰოკინგის გამოსხივება), ხოლო ანტინაწილაკი მოვლენათა ჰორიზონტზე ვარდება, რაც შავი ხვრელის მასის შემცირებას იწვევს(10 ფაქტი შავი ხვრელების შესახებ).
_თუ შავი ხვრელის მასა საკმარისად მცირეა, ჰოკინგის გამოსხივების გამო მასას უფრო სწრაფად კარგავს, ვიდრე იმატებს ახლო გარემოდან მატერიის შთანთქმის პროცესებით(აკრეცია). შედეგად, გარკვეულ დროში ხვრელი ფეთქდება ენერგიით, რომელიც ერთი მილიონი მეგატონიანი თერმობირთვული ბომბების აფეთქების ენერგიის ტოლფასია.
_ახალ ნამუშევარში ელისი ასეთ სცენარს ეჭვქვეშ აყენებს. მისი აზრით, იგივე კვანტური ეფექტების გამო, ხვრელის გარშემო არსებული მასხივებელი სივრცე მოვლენათა ჰორიზონტთან არის დაკაშირებული. კერძოდ, რაც უფრო პატარაა ხვრელი, მით უფრო ახლოსაა მის ცენტრთან ეს სივრცე. გარკვეული მომენტიდან ის მოვლენათა ჰორზონტის მიერ მთლიანად გადაფარული ხდება, ამიტომ ხვრელი აღარ ასხივებს და სტაბილურ მდგომარეობაში რჩება. ექსპერტთა აზრით, რომლებიც ჟურნალმა Nature-მ გამოკითხა, ელისის ნამუშევარს სპეკულაციური სახე უფრო აქვს და ჯერჯერობით ამ პროცესების მკაცრი მათემატიკური აღწერის გარეშე რჩება.
_ამასთან ერთად, ბევრი ფიზიკოსი ამ იდეებს, ხვრელში ინფორმაციის გაქრობის შესახებ არსებულ პრობლემაზე დისკუსიისთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს პრობლემა ჰოკინგის პირველი ნამუშევრის გამოჩენისთანავე გაჩნდა – აღმოჩნდა, რომ ხვრელის გამოსხივების სპექტრი იგივენაირია, როგორიც აბსოლუტურად შავი სხეულის. ფაქტიურად, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არანაირი ინფორმაციის მატარებელი არ არის იმის შესახებ, რა ობიექტები მოხვდნენ შავ ხვრელში – კერძოდ, ხვრელის აფეთქების მერე ინფორმაცია შთანთქმული მატერიის შესახებ უკვალოდ ქრება. რაც კვანტური მექანიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება(მოკლედ კვანტური მექანიკის შესახებ).
_ჰოკინგმა თავიდანვე  განაცხადა, რომ ინფორმაცია შავ ხვრელში მართლაც ქრება. 1997 წელს კიფ თორნთან ერთად ჰოკინგმა ნიძლავი დადო ბრიტანული ენციკლოპედიის მთლიანად გამოცემის შესახებ ჯონ პრესკილთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ ინფორმაცია შავ ხვრელში არ ქრება, უბრალოდ ჩვენ არ შეგვიძლია იმის გაშიფვრა, რასაც ხვრელი ასხივებს. 2004 წელს ჰოკინგმა აღიარა, რომ ნიძლავი წააგო და ხვრელის მიერ ინფორმაციის გამოსიხვების მექანიზმი წარმოადგინა. ეს მექანიზმი, თუმცა, სამეცნიერო საზოგადოებას ამ დრომდე არ უღიარებია. ელისის ნამუშევარი კი პრობლემის სხვაგვარ გადაწყვეტას გვთავაზობს – ინფორმაცია არ ქრება, თუმცა სამუდამოდ ხვრელში რჩება ჩაკეტილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *