სატურნის რგოლებიდან, დამუხტული წყლის წვეთების ”წვიმები” მოდის, რაც პლანეტის ატმოსფეროს ზედა ფენების შემადგენელზე და ტემპერატურაზე მოქმედებს(W. M. Keck Observatory).
1980 წლის დასაწყისში, აპარატ ”ვოიაჯერის” მიერ გადაღებულ კადრებზე, მეცნიერებმა ბნელი ზოლები შეამჩნიეს, რომელთა გაჩენას წყლის წვეთბს მიაწერდნენ, რომლებიც პლანეტის რგოლებიდან ატმოსფეროში ხვდება. ამ ზოლების მეორედ დამზერა მხოლოდ 2011 წელს, კეკის ობსერვატორიაში არსებული ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე სპექტრომეტრ NIRSPEC-ის საშუალებით მოხერხდა. ინსტრუმენტი მაღალი სპექტრული გარჩევადობით, სატურნის ნათელი რეგიონების უმნიშვნელო გამოსხივებასაც აფიქსირებს.
წვიმის ეფექტი, რომელიც რგოლებიდან მოდის, იონოსფეროში მჟღავნდება, სადაც კოსმოსური სხივების(ვარსკვლავური ამაჩქარებელი: ზეახლების ძალა) ზემოქმედებით ნეიტრალური ნაწილაკები იონებად იქცევიან. გამოსხივების სურათის კვლევისას, რომელსაც სამ ატომიანი წყალბადი ასხივებს, მეცნიერები თანაბარი გამსოხივების აღმოჩენას ელოდნენ, თუმცა იონოსფერო დაფარული აღმოჩნდა ზოლებით, რომლებიც სატურნის რგოლების იმიტერებას ახდენენ. ეს ”ჩრდილები”, წარმოქმნილები იმ რეგიონებში, სადაც დამუხტული წყლის წვეთები სამატომიანი წყალბადის ნეიტრალიზირებას ახდენენ, ეკვტორის ორივე მხარეს, 25-დან 55 გრადუსიან განედებზე ჩანან. ზოლები იკავებენ ზედაპირის 30-დან 43 პროცენტამდე ფართობს, რომელიც პლანეტის ატმოსფეროს ზედა ფენებს მოიცავს. ეს მნიშვნელოვნად მეტია იმაზე, რასაც ”ვოიაჯერის” მიერ გადაღებულ ფოტოებზე დაყრდნობით შეიძლება მოველოდეთ.
მეცნიერები ამ მოვლენაზე მეტი ინფორმაციის მიღებას, სატურნის ორბიტაზე მომუშავე კოსმოსური აპარატის ”კასინის” საშუალებით გეგმავენ(ელექტრული დენი სატურნსა და ენცელადს შორის).