სამმაგი კვაზარი

 ასტროფიზიკის ისტორიაში, სამმაგი კვაზარის აღმოჩენა მეორედ მოხდა. აქამდე, მხოლოდ ერთი ასეთი ობიექტი იყო ცნობილი, რომელიც უკიდურეს იშვიათობად ითვლებოდა. აღმოჩენა ინსუბრიის(იტალია) უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა გააკეთა, ემანუელ ფარინას ხელმძღვანელობით.

 კვაზარი, კვაზივარსკვლავური ობიექტია, რომელიც სინამდვილეში ძალიან დიდია და გიგანტური მანძილით არის დედამიწას დაშორებული. ეს არის გალაქტიკის ზემასიური ჩანასახი, მისი ელვარე აქტიური ბირთვი, ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელით, მთელი გალქტიკის სიკაშკაშეს აჭარბებს. ისინი შორეული კოსმოსის ყველაზე ელვარე ნათების წყაროებია, “სამყაროს შუქურები”. სამი კვაზარის სინათლე, გადაქცეული სიგნალად, აღმოჩენილი ХХI საუკუნეში, ჩვენამდე 9 მილიარდი წელი მოდიოდა! როცა ეს კვანტები გაჩნდა, ჩვენი სამყაროს ასაკი ახლანდელის მესამედს უტოლდებოდა. სამმაგი კვაზარი 25 კუთხური წამის საზღვრებში ეტევა, ან 652,3 სინათლის წელი რეალური მანძილის პროექციაში.

 არც რაიმე ხილული გალქტიკებია ზუსტად მათსა და ჩვენს შორის, რომლებიც გრავიტაციული ლინზების როლში გამოვიდოდნენ და ერთი კვაზარის სამმაგ ფანტომურ გამოსახულბას მოგვცემდნენ(აინშტაინის რგოლი).

 ავტორები, კვაზარულ ობიექტს QQQ J1519+0627 მეორედ აღმოჩენილ ტრიპლეტად(სამეული) განსაზღვრავენ, უკიდურესად იშვიათ სისტემად, კვაზარების შემთხვევითი სუპერპოზიციის თვალსაზრისით. ამ სისტემას ჯერ კიდევ არა აქვს გალაქტიკური გარსი, ანუ მასიური გალქტიკური სტრუქტურის ფორმირება ჯერ კიდევ არ მომხდარა, შესაძლებელია, რომ გასული მილიარდობით წლების მერე კვაზარების გარემოცვაში რაიმე შეიცვალა, თუმცა ეს დაკვირვებებში ჯერჯერობით არ ჩანს(გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).

 შესანიშნავი აღმოჩენა ფიზიკურად დაკავშირებული სამი კვაზარისა, ლა სილას ობსერვატორიაში ტექნოლოგიურად ახალი, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ესპანური ტელესკოპის Calar Аltо-ს საშუალებით მოხერხდა(ESO).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.