პროექტი ეკზომარსი ნელა, თუმცა თავდაჯერებულად მიდის წინ. ExoMars ევროპის კოსმოსური სააგენტოს და როსკოსმოსის ერთობლივი პროგრამაა, რომლის ჩარჩოებშიც მარსმავლის აგება და მარსისკენ გაგზავნაც იგულისხმება. აპარატი წითელი პლანეტის ორბიტაზე 2017-19 წლების შუალედში გავა. 2012 წლის ბოლოს როსკოსმოსმა რუსეთის მხარის შემეცნებითი ინსტრუმენტების შექმნისათვის რუსეთისვე ИКИ РАН-თან გააფორმა კონტრაქტი. ახლახანს კი პროექტს ახალი მონაწილეც გამოუჩნდა, ტენდრში გამარჯვებული კომპანია – Neptec Design Group, რომელმაც თავის მხრივ კომპანია Astrium UK Limited-ს მარსმავლისა და სანავიგაციო მოწყობილობის დამზადება შეუკვეთა.
ExoMars ძირითადი მიზანი მარსზე შესაძლო სიცოცხლის, ან შორეულ წარსულში არსებული სიცოცხლის კვლების ძიებაა, ასევე წყლისა და გეოქიმიური განაწილების მახასიათებელი, პლანეტის წიაღის კვლევა, მისი ევოლუციისა და სიცოცხლისათვის თავსებადობის გარკვევა(მარსმავლები).
პროექტი ExoMars
Posted by