ცდომილების გათვალისწინებით ეს სიდიდე სამყაროს ასაკზე არსებულ მონაცემებს არ ეწინააღმდეგება(13,77 ± 0,06 მლრდ. წელი), რომლებიც რელიქტური გამოსხივებისა და ჰაბლის კანონის საფუძველზეა მიღებული. როგორც ჩანს HD 140283 დიდი აფეთქებიდან ძალიან მალე ჩამოყალიბდა.
მეტალების რაოდენობა ვარსკვლავის ასაკის საკმაოდ ზუსტი ანარეკლია, რადგან მეტალები ზეახლების აფეთქებებით ჩნდებიან და გარემო სივრცეს ავსებენ. უფრო გვიანდელი ვარსკვლავები, დაბდებულნი მეტალით მდიდარ გარემოში, მეტალის დიდ რაოდენობას უკვე შეიცავენ. შედარებისთვის, HD 140283-ში რკინის შემცველობა, მზის(4,5 მლრდ. წელი) იგივე მონაცემის მხოლოდ 1% შეადგენს.
HD 140283 ადრეც იქნა გამოყენებული სამყაროს ასაკის დადგენისთვის, თუმცა ახალი კვლევის ავტორებმა ვარსკვლავამდე მანძილი დააზუსტეს, რაც ასაკის დადგენისას ასევე მნიშვნელოვანი მონაცემია, ”ჰაბლით” დაკვირვებებითა და ტრიგონომეტრიული პარალაქსით.