ინგლისელი ასტრონომები კუროს თანავარსკვლავედის ახალგაზრდა ვარსკვლავს იკვლევდნენ, ასევე მის პროტოპლანეტარულ დისკოსა და უცნაურ ჯეტს. ბრიტანელმა ასტრონომებმა სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტიდან(შოტლანდია), ვარსკვლავ კუროს HL-თან ეკზოპლანეტა კუროს HL b აღმოაჩინეს. ის იუპიტრზე 14-ჯერ მასიურია და თავისი ვარსკვლავის გარშემო ნეპტუნისაზე ორჯერ დიდ ორბიტაზე მოძრაობს. პროტოპლანეტარული დისკოთი შემოფარგლულ ვარსკვლავთან ეკზოპლანეტის აღმოჩენის პრეცენდენტი უკვე იყო – სისტემაში ჰიდრას TW. თუმცა ამ ეკზოპლანეტის უნიკალურობა იმაშია, რომ მისი ასაკი 2000 წელს არ აჭარბებს. დღევანდელი დღისთვის ცნობილ პლანეტათა შორის ის ყველაზე ახალგაზრდაა. მკვლევართა ვარაუდით, დაახლოებით 1600 წლის წინ სისტემა კუროს HL-თან ახლოს მეზობელმა, ასევე ახალგაზრდა ცვლადმა ვარსკვლავმა კუროს XZ-მა გაიარა. მისმა გრავიტაციულმა ველმა პროტოპლანეტარულ დისკოზე იმოქმედა, რის შედეგადაც მტვროვანი შესქელებების აქტიურად წარმოქნა დაიწყო, ერთი ასეთი წერტილი კი პლანეტა კუროს HL b-ედ გადაიქცა.
საიტერესო ისაა, რომ ვარსკვლავ კუროს HL(HL Tauri)-თან, მდებარე ეკვატორულ კუროს თანავარსკვლავედში, დაახლოებით 520 სინათლის წლის მანძილზე, ელვარე ჯეტი იქნა აღმოჩენილი, ინდექსი HH 151. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს ცხელი გაზების ჯეტი პროტოპლანეტარული დისკოდან ამოდის. დისკო ძალიან მასიური და ელვარეა, რაც მას კვლევისათვის ხელმისაწვდომ ობიექტად აქცევს. ემისიური ხაზების მიხედვით ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დისკოში კლდოვანი ობოექტების გროვებია, ანუ ვარსკვლავთან პლანეტები ფირმირდებიან და იქ მინიმუმ ერთი პლანეტა მაინც არის. კვლეევბი ”ჰაბლით” ტარდებოდა(ეკზოპლანეტები).