ეს უმნიშვნელო მატებაა, თუმცა უცნაური და საინტერესო აღმოჩენა არა მარტო ნასას მეცნიერთათვის. ისინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ასტრონავტებზე დაკვირვებებს არ წყვეტენ. მეცნიერებმა ულტრაბგერული ტექნოლოგიის გამოყენება გადაწყვიტეს, რომელიც ხერხემალზე დაკვირვებისათვის საჭირო საუკეთესო საშუალებაა.
სადგურზე ასეთი მოწყობილობა უკვე არის. მისი საშუალებით ხდება ძვალკუნთოვანი ქსოვილების კონტროლი.
გასული კვლევებით დადგინდა, რომ როცა ხერხემალზე დედამიწის გრავიტაციის ზემოქმედება შემცირებულია, ანუ სხეული უწონადობის მდგომარეობაშია, ხერხემალი ფართოვდება, რის გამოც ასტრონავტები სიმაღლეში იმატებენ, ხოლო დედამიწაზე დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში საწყის ზომებს უბრუნდებიან.
მალე ასტრონავტები ულტრაბგერული მოწყობილობით ხერხემალს საკუთარი ხელით გააკონტროლებენ, შედეგებს 30, 90 და 150 დღეში მიიღებენ, რაც მეცნიერებს საბოლოო შედეგის ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ. კოსმოსურ სადგურზე ერთი ასტრონავტი 6 თვეს ატარებს, ამ დროის განმავლობაში ეს მშვენიერი ულტრაბგერული მოწყობილობა არა მარტო ხერხემალს, არამედ მათ ფიზიოლოგიურ მდგომარეობასაც გააკონტროლებს(დაცვაზე ეკონომიას არ აკეთებენ?; გამოქვაბულნავტები და სიცოცხლის ახალი ფორმა; კოსმოსის სუნი; კოსმოსში ფრენა ასტრონავტების ვიზუალური აღქმის აპარატზე მოქმედებს; წამალი კოსმოსში ეფექტურობას კარგავს).
ავტორი: თეო ჯაფარიძე.