ყველაზე ელვარე ბევრი გალქტიკა, აქტიური ვარსკვლავთწარმომქნელი პროცესებით, ადრე დედამიწელი დამკვირვებლისთვის შეუმჩნეველი იყო, ისინი გაზისა და მტვრის სქელ ღრუბლებში იმალებიან(Astrophysical Journal).
თვე: დეკემბერი 2012

გალაქტიკათა ახალი კლასი – ”მწვანე ბარდა”
ასტრონომებმა აღმოაჩინეს ახალი, გალაქტიკების უკიდურესად იშვიათი ტიპი, რომლებიც მთელი მოცულობით მწვანე სინათლეს ანათებენ. მათი ნათება ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელითაა გამოწვეული(Space.com).
როგორ ფომირდებიან გალაქტიკები(ნიკა)?
უკანასკნელ წლებში კოსმოლოგები, თითქოს შეთანხმდნენ, რომ გალაქტიკები პირველადი ცივი გაზური ღრუბლების ჩახვევით ფორმირდებიან.
რა არის გალაქტიკური კოორდინატები(ეკა)?
კოორდინატთა გალაქტიკური სისტემა ეს არის ციურ კოორდინატთა სისტემა, ათვლის წერტილით ჩვენი მზე, შეფარდებული ირმის ნახტომის(ანუ ჩვენი გალაქტიკის) ცენტრთან. გალაქტიკურ კოორდინატთა სისტემის სიბრტყე გალაქტიკურ სიბრტყეს ემთხვევა. როგორც გეოგრაფიულ კოორდინატებს, გალაქტიკურ კოორდინატებსაც გააჩნიათ განედები და გრძედები.

NASA „ცნობისმოყვარეობის“ მიერ აღმოჩენილ ქიმიაზე საუბრობს
ცნობისმოყავრე მარსმავალმა გრუნტის ნიმუშები შეისწავლა, რომლებიც მარსის ზედაპირზე არსებულ გეილის კრატერში აიღო. როგორც ნასას ოფიციალური საიტი იტყობინება, ანალიზმა უამრავი ქიმიური ნივთიერებები გამოავლინა, თუმცა ამ ეტაპზე მარსზე ორგანული ნაერთების არსებობის არანაირი მტკიცებულება არა რსებობს.
გალაქტიკა როგორც ბიოსფერო
ჰიპოთეზა პანსპერმიის შესახებ ამბობს, რომ დედამიწაზე სიცოცხლე ”გარედან” მოხვდა. ამ ჰიპოთეზის შესაბამისად, სამყაროში სიცოცხლის ჩანასახები მოგზაურობენ, რომლებსაც ჩვენს პლანეტაზეც შეეძლოთ მოღწევა.

ყველაზე დიდი ზემასიური შავი ხვრელი?!
სავარაუდოდ, გალაქტიკათა უმრავლესობის ცენტრში, თუ ყველა სპირალური გალაქტიკის ცენტრში არა, არის სუპერმასიური შავი ხვრელი, რომელიც ზემკვრივი მატერიის თავმოყრის ადგილია და მასით ასეულობით მილიონჯერ, მილიარდჯერაც კი აღემატება მზის მასას.

ეს უცნაური ჯუჯა გალაქტიკები და ჰობიტები
ჩვეულებრივ გალაქტიკებთან ერთად(როგორიც ჩვენია) სამყაროში ჯუჯა გალქტიკათა დიდი რაოდენობაა.