30 ივნისის ღამეს დრო ერთი წამით გაჩერდება, რადგან საშუალო მზიურ დროსთან ზუსტი თანხვედრისთვის მსოფლიო დროს საკოორდონაციო 1 წამი დაემატება.
დღე: ივნისი 29, 2012

ოკეანე ტიტანზე
მტკიცებულება თხევადი ოკეანის არსებობაზე, რომელიც სატურნის დიდი თანამგზავრის, ტიტანის ზედაპირის ქვეშ იმალება, ნაპოვნია. ახალი კვლევებით დადგინდა, რომ სატურნთან მიახლოებისას ტიტანი პლანეტის გრავიტაციული ზემოქმედებით მნიშვნელოვნად დეფორმირდება. მეცნიერები ამას ზედაპირის ქვეშ მყოფი ოკეანის არსებობით ხსნიან.
კერძო ორბიტალური ტელესკოპი საშიშ ასტეროიდებს მოძებნის
არაკომერციულმა ჯგუფმა B612 Foundation, რომელშიც ნასას ყოფილი თანამშრომლები შედიან, პირველი კერძო კოსმოსური ტელესკოპის გაშვების შესახებ გააკეთა განცხადება(Space.com).
მზის გვირგვინს სუპერტორნადო აცხელებს
მეცნიერებმა მზის ატმოსფეროში გიგანტური ხვეულები აღმოაჩინეს, რომლებიც შეიძლება გვირგვინის გამაცხელებელი ენერგიის გადამტანები არიან(Nature).