ახალი ფოტოები ”სვიფტიდან”

ტელესკოპმა ”Swift”-მა ულტრაიისფერ დიაპაზონში გადაღებული ორი საინტერესო ფოტო წარმოგვიდგინა.

 ”Swift”-ი ა.შ.შ-ს, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის საერთო პროექტია. ის, გამა-ანთებებზე დასაკვირვებლად, 2004 წლის 20 ნოემბერს გაიყვანეს ორბიტაზე. კოსმოსური ობსერვატორია გამა-ანთებების მონიტორით, რენტგენის, ულტრაიისფერი(2) და ხოლულ დიაპაზონებში მომუშავე მოწყობილობითაა აღჭურვილი.

 ქვემოთ კიბოსმაგვარი ნისლეულის შედგენილი გამსოახულებაა წარმოდგენილი, მიღებული ულტრაიისფერ დიაპაზონში გადაღბული სამი სურათის დადებით.


კიბოსმაგვარი ნისლეული(ან M 1, NGC 1952) პირველი ნისლეული იყო, რომელშიც ძველი ასტრონომების ჩანაწერების მიხედვით ზეახალი ვარსკვლავი აინთო. ეს ნისლეული დედამიწიდან 6500 სინათლის წლის მანძილზე, ზოდიაქალურ კუროს თანავარსკვლავედში მდებარეობს და ჩვენ გაზური ღრუბლის სახით წარმოგვიდგება. ამ ღრუბლის ცენტრში 28-30 კმ. დიამეტრის პულსარია, რომელიც რადიო და გამა დიაპაზონებში ასხივებს. პულსარი ჩვენი გალქტიკის, ასეთი გამოსხივების ერთ-ერთი ძლიერი და მუდმივი წყაროა.


 მომდევნო ფოტოზე ვარსკვლავთგროვა კენტავრის ომეგაა წარმოდგენილი(NGC 5139). 150 სინათლის წლის ფართობის მონაკვეთზე 10 მილიონამდე ვარსკვლავია ჩატეული. გროვამდე მანძილი 16 000 სინათლის წელია და მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაცაა შესაძლებელი. ზოგიერთი მისი შემადგენელი ვარსკვლავები 12 მილიარდი წლის წინათ გაჩნდნენ, ხოლო ზოგიც ახლახანს(დროის კოსმოსური მასშტაბებეით).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.