ასტრონომებმა თავიანთი კვლევები ტრილიონ წელზე გადაანაწილეს

 კოსმოსის ზოგიერთი ამჟამად ხილული მახასიათებელი მომავალში გაქრება. ნაშრომის ავტორებმა, რომელთა პუბლიკაციაც გამოქვეყნდა ჟურნალ Journal of Cosmology and Astroparticle-ში, მეცნიერებს შესთავაზეს დიდი აფეთქების კვლევა სხვა მეთოდებით. ამის შესახებ მოკლედ წერს პორტალი Space.com.-ი.

 დღეისთვის ახალგაზრდა სამყაროს შესახებ ინფორმაციის მომწოდებელი ძირითადი წყარო მიკროტალღური ფონური, ან სხვანაირად – რელიქტური გამოსხივებაა, რომელიც სამყაროში მოგზაურობს დიდი აფეთქების მომენტიდანვე. თუმცა დროთა განმავლობაში მისი ენერგიის დიდი ნაწილი გაიფანტება, ამას გარდა, სიხშირე იმდენად მიუახლოვდება ნულოვან მნიშვნელობას დოპლერის ეფექტის გამო, რომ მისი დანახვა შეუძლებელი გახდება.

 ადრეული სამყაროს კვლევის კიდევ ერთი მეთოდია უძველესი გალაქტიკების შესწავლა. ამ შემთხვევაშიც, ტრილიონი წლის მერე(სწორედ ეს დრო განიხილეს ნაშრომის ავტორებმა), სამყაროს აჩქარებული გაფართოების გამო, მომავლის ჰიპოთეტური ასტრონომები გალაქტიკებსაც ვეღარ დაინახავენ.

 ახალი მეთოდის ავტორები ასტრონომებს სთავაზობენ სამყაროს ჰიპერსწრაფი ვარსკვლავებით კვლევას. ასეთი მნათობები ჩნდებიან, როცა ორი ვარსკვლავისგან შემდგარი სისტემა ზემასიურ შავ ხვრელთან ძალიან ახლოს ხვდება. ხვრელის კოლოსალური გრავიტაცია სისტემის ერთ ვარსკვლავს თვისკენ იზიდავს, მეორეს კი საწინააღმდეგო მხარეს 1,6მილიონი კმ/სთ. სიჩქარით გამოისვრის. დროთა განმავლობაში, სამყაროს გაფართოების გამო, ასეთი ვარსკვლავები კიდევ უფრო აჩქარდებიან.

 მათი სიჩქარეების გაზომვით, სპეციალისტები დაადგენენ სამყაროს გაფართოების პარამეტრებს, ამ მონაცემებით კი შესაძლებელია დავადგინოთ თუ რა მდგომარეობაში იყო კოსმოსური სივრცე დიდი აფეთქების პირველელივე წამს.

 როგორც ჩანს, ახალი წინადადება, უფრო თეორიულ ხასიათს ატარებს, რადგან ტრილიონი წლის მერე, პირველ რიგში, ჩაქრება მზე, ხოლო ირმის ნახტომი მეზობელ ანდრომედას გალაქტიკას შეეჯახება. გადაიტანს თუ არა კაცობრიობა ამ პროცესებს არავინ იცის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.