გალაქტიკური ცენტრის ვარსკვლავები

 ცის სლოანისეული დამზერა(SDSS-III) მეცნიერებს ჩვენი გაალქტიკის ცენტრის გამოსახულების მიღებასა და იქ მდებარე ვარსკვლავების ფოტოების გადაღებაში ეხმარებათ. კვლევის დროს მეცნიერებმა იქ რამდენიმე ასეული სწრაფად მოძრავი ვარსკვლავი აღმოაჩინეს.

 მეცნიერთა თქმით, მიჩიგანის უნივერსიტეტის ასტრონომიის განყოფილებიდან(ა.შ.შ.), ეს ვარსკვლავები გალაქტიკის ბართან( ვარსკვლავებისგან შემდგარი წაგრძელებული შესქელება, რომელიც გალაქტიკის დისკოს ემთხვევა. თუ გალაქტიკას ბარი აქვს, მაშინ მკლავების კვანძები ბარის ბოლოებიდან იწყება) არიან თავმოყრილნი(გალაქტიკები).


 „ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბარი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს გალაქტიკის სტრუქტურის განსაზღვრაში. დარწმუნებულნი ვართ, რომ, ბართან ახლოს მყოფი ვარსკვლავების შესწავლით, ჩვენ მთლიანად გალაქტიკის უკეთ გაგებას მოვახერხებთ, მის შემადგენლობასა და სტრუქტურას“ – ამბობს კვლევის მონაწილე დევიდ ნაიდევერი.

 ქვემოთ წარმოდგენილი გამოსახულება იმის დემონსტრირებას ახდენს, თუ როგორს დავინახავდით ჩვენს გალაქტიკას ზემოდან რომ დაგვეხედა. პატარა ცისფერი წერტილი დედამიწაა, ოღონდ მასშტაბის დაცვის გარეშე. წითელი ისრები ბართან მდებარე სწრაფი ვარსკვლავების გადაადგილების მიმართულებას გვიჩვენებენ.


 გალაქტიკის ცენტრალური ნაწილი ჩვენგან 30 000 სინათლის წლითაა დშორებული. ასტრონომული მასშტაბებით ეს საკმაოდ ცოტაა. მიუხედავად ამისა, მის შესახებ ჩვენ კიდევ ბევრი რამე არ ვიცით, რადგან გალაქტიკის მტვროვანი დისკო მის ცნეტრს ჩვენი თვალთხედვის მიღმა აქცევს.

 მეცნიერები იმედოვნებენ, რომ გალაქტიკის ამ ნაწილზე მეტ მონაცემებს მათ სლონისეული ციფრული დამზერა მიაწვდის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.