ასტრონომებმა, რომლებიც შავი ხვრელების ჯეტებს იკვლევდნენ, 54 გამა აფეთქება ერთმანეთშ 234 აქტიურ გალაქტიკაში შეადარეს, რომლებიც კლასიფიცირდებიან, როგორც ბლაზარები და კვაზარები(ლაცერტიდები). უცნაურია, მაგრამ ამ ჯეტების სიმძლავრე და ელვარება პრაქტიკულად ერთნაირია შავი ხვრელების მასათა ფართო დიაპაზონის, ასაკისა და შემომფარგლავი გარემოს მიუხედავად. ამ განსხვავებათაგან დამოუკიდებლად, ჯეტები წარმოქმნიან სინათლეს, ერთნაირი კინეტიკური ენერგიის გამონთავისუფლებით.
ახალი კვლევით, რომელიც ამერიკული თანამგზავრების „სვიფტისა“ და „ფერმის“ საშუალებით ტარდებოდა დადგინდა, რომ რელატივისტურ(ლამის სინათლის სიჩქარით) ჯეტებს, რომლებსაც აქტიური შავი ხვრელები უშვებენ, მართლაც ერთნაირი თვისებები აქვთ, მასის, ასაკისა და სხვა განსხვავებების მიუხედავად. ეს იმაზე მეტყველებს, რომ აქ საერთო ფიზიკური კანონები და პროცესები მუშობენ.
ეს აღმოჩენა ასტრონომებს შავ ხვრელთა ჯეტების ქმედებათა მექანიზმის უკეთ გაგებაში ეხმარებათ, იმის ჩვენებით, რომ ამ მექანიზმს ერთი და იგივე კანონები მართავენ.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ნებისმიერი ხვრელის მიერ ჯეტის წარმოქმნისას, იგივე ენერგიის უძრავი ფრაქცია წარმოქნის გამა-სხივებს, რომლებსაც ჩვენ „ფერმისა“ და „სვიფტის“ საშუალებით ვხედავთ. გაზები, რომლებიც შავ ხვრელზე(1) ეცემა, შეკუმშული და გავარვარებული ხდება. ამ მატერიის(შეკუმშული გაზის) ერთი ნაწილი ხვრელზე უკან დაუბრუნებლად(2) ეცემა, მეორე კი აჩქარდება და კოსმოსში მძლავრი და ელვარე ჯეტის სახით გამოიტყორცნება“ – ამბობს ნასას წამყვანი მკვლევარი როდრიგო ნემანი.