რამდენად შორსაა ჩვენგან ნეპტუნი?

 ასტრონომები, ნეპტუნის შესახებ მოგვითხრობენ, ამ პლანეტის სურათის წარმოდგენით, რომელიც კოსმოსური ტელესკოპის „ჰაბლი“, საშუალებით 2011 წელს გადაიღეს.

 ყინულოვანი გიგანტი, მზის სისტემის ყველაზე შორეული პლანეტაა. ადრე, როცა პლუტონს პლანეტის კლასიფიკაცია ჰქონდა, სწორედ ის ითვლებოდა მზის სისტემის ბოლო პლანეტად, ხოლო როცა მან ეს სტატუსი დაკარგა და ჯუჯა პლანეტების სიაში გადავიდა, უკანა რიგებში ნეპტუნი აღმოჩნდა.

 მდებარეობს რა ყველაზე შორს მზიდან, ნეპტუნი შუალედურ რგოლს წარმოადგენს დედამიწასა და გაზის გიგანტებს შორის. მისი მასა 17-ჯერ აჭარბებს დედამიწისას, თუმცა იუპიტერის მასის მხოლოდ 1/19 იწონის. ნეპტუნის ეკვატორული რადიუსი 24 764 კილომეტრია, დედამიწისაზე თითქმის 4-ჯერ მეტი. ნეპტუნსა და ურანს, ხშირად, გაზის გიგანტების ქვეჯგუფს აკუთვნებენ, რომლებსაც „ყინულოვანი გიგანტები“ ეწოდებათ, შედარებით მცირე ზომებისა და მათში აქროლადი ნაერთების მაღალი კონცენტრაციის გამო.

 ნეპტუნსა და დედამიწას შორის მანძილი მუდმივად იცვლება, რადგან ეს ორი ობიექტი მუდმივად გადაადგილდება კოსმოსურ სივრცეში. როცა ნეპტუნი და დედამიწა ერთ ხაზზე მზის ერთი და იგივე მხრიდან განლაგდება, მაშინ მათ შორის მანძილი 4,3 მილიარდ კილომეტრს უტოლდება. როცა პლანეტები მზის სხვადსახვა მხარესაა, მაშინ მათ შორის მანძლი 4,6 მილიარდ კილომეტრამდე იზრდება.

 იმის გამო, რომ ნეპტუნი ჩვენი პლანეტიდან ასე შორსაა, მზის სისტემის ბოლოს აღმოჩენილ პლანეტად სწორედ ის იქცა. ურანისგან განსხვავებით, ის ჯერ  მათემატიკური გამოთვლებით აღმოაჩინეს და არა ტელესკოპით(მოკლედ მზის სისტემის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.