სავარაუდოდ, გალაქტიკათა უმრავლესობის ცენტრში, თუ ყველა სპირალური გალაქტიკის ცენტრში არა, არის სუპერმასიური შავი ხვრელი, რომელიც ზემკვრივი მატერიის თავმოყრის ადგილია და მასით ასეულობით მილიონჯერ, მილიარდჯერაც კი აღემატება მზის მასას.
მშვილდოსნის A*, ჩვენი გალქტიკის ცენტრში, სავარაუდოდ სწორედ ზემასიური შავი ხვრელია, რომლის ცენტრალური ობიექტის მასა 4,3 მილიონი მზის მასას უტოლდება.
ასტრონომებმა, გამოიყენეს რა მაკ დონალდის ობსერვატორიის ტელესკოპი ჰობი-ებერლი, აღმოაჩინეს, რომ პატარა გალაქტიკა NGC 1277-ის ზემასიური ხვრელი ყველაზე მასიურია აქამდე ცნობილთა შორის და 17 მილიარდი მზის მასას უტოლდება. ის პერსევსის თანავარსკვლავედში მდებარეობს, დედამიწიდან 250 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. ხვრელის მასა გალქტიკის საერთო მასის 17% შედადგენს(ჩვეულებრივი ხვრელების შემთხვევაში 0,1%).
კარლ გებჰარდტი ტეხასის უნივერსიტეტიდან ოსტინში აღნიშნავს:”ეს საკმაოდ უცნაური გალქტიკაა. ის პრაქტიკულად მთლიანად ერთ ზემასიურ ხვრელს წარმოადგენს. ეს ალბათ პირველი ობიექტია გალაქტიკა-შავი ხვრელის ახალი კლასიდან”.
კვლევის ხელმძღვანელია რემკო ვან დენ ბოშა მაქს პლანკის საზოგადოების ასტრონომული ინსტიტუტიდან ჰაიდელბერგში(MPIA).
თუმცა წინა დაკვირვებებმა, რომელბიც ”ჰაბლით” ჩატარდა, NGC 1277-ში ხვრელი ვერ გამოავლინა, ეს ჰობი-ებერლის ტელესკოპით მოხერხდა, როცა მეცნიერები გალქტიკებისა და მათი ცენტრალური ხვრელების ურთიერთშეფარდებას სწავლობდნენ. გალქტიკის ფოტოების ანალიზის მერე, მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ, რომ ეს ხვრელი მატერიის უზარმაზარ რაოდენობას შეიცავს – დაახლოებით 17 მილირდი მზის მასა.
კარლ გებჰარდტი:”ხვრელის მასა მოსალოდნელზე გაცილებით მეტია”.
მთლიანობაში ვან დენ ბოშამ თავის კოლეგებთან ერთად 700-მდე გალაქტიკა შეისწავლა, რომელბიც ირმის ნახტომთან შედარებით ახლოს მდებარეობენ.