როგორც ჩანს, დედამიწის ოკეანეებმა და ერთ დროს მარსულმა ზღვებმა, წყალი ერთი და იგივე წყაროდან მიიღეს(Space.Com). ორი იშვიათი მეტეორიტის, რომლებიც დედამიწაზე მარსიდან მოხვდნენ, შემადგენელის კვლევით, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მათი ფორმირება მჭიდრო მეზობლობაში ხდებოდა, პარალელურად, ხოლო შემდეგ წითელი და ცისფერი პლანეტები ერთმანეთს დაშორდნენ.
ეს, მაგალითად, ეწინააღმდეგება გავრცელებულ ჰიპოთეზას, რომ დედამიწის წყლის მეტი ნაწილი აქ კომეტური და ასტეროიდული ბომბარდირებით მოხვდა. სამაგიეროდ ეს ნამუშევარი იმ მოსაზრებას უჭერს მხარს, რომლის მიხედვითაც წყალი დედამიწაზე მეტეორიტ ხონდრიტების საშუალებით მოხვდა, რომლეთა პატარა მინერალური გრანულები ყინულის სახით კოსმოსურ წყალს შეიცავდნენ. „ეს მეტეორიტები კრისტალიზაციის დროს გამოჭერილ წყალს შეიცავენ, როგორც ეს, მაგალითად, ჰავაის ბაზალტურ ფენებშია ცნობილი“ – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი პლანეტოლოგი ჯონ ჯონსი.
ორი გამოკვლეული მეტეორტი ორ სრულიად განსხვავებულ ისტორიას წარმოადგენენ. ერთი წარმომავლობით მარსის მანტიიდანაა და წყლის კვალს შეიცავს, რომელიც პლანეტის სიღრმეებშია მოყოლილი. სწორედ მისი იზოტოპური შემადგენელია ძალიან ახლოს დედამიწისეულ წყალთან. მეორე მეტეორიტი ზედაპირული და ატმოსფერული ნივთიერებების რაოდენობით გამოირჩევა. მასში ათჯერ მეტი წყალია, რაც უკვე მერამდენედ მოწმობს იმას, რომ ერთ დროს მარსის ზედაპირზე ძალიან ბევრი წყალი იყო.