რატომ არის წარმოდგენილი ორი სურათი? ეს პლანეტის 3D-ში დანახვის ერთ-ერთი შთამბეჭდავი საშუალებაა. ამისათვის საჭიროა მზერის ფოკუსირება გამოსახულების შუაში მოახდინოთ. ყველას არ შეუძლია დაპირებული ეფექტის დანახვა, თუმცა, თუ შეძლებთ, ნამდვილად ისიამოვნებთ.
ფოტო 2012 წლის 4 ნოემბერსაა გადაღებული. მასზე დიდი და პატარა წითელი ლაქების დანახვაა შესაძლებელი.
იუპიტერი მზიდან მეოთხე პლანეტაა, ყველაზე დიდი პლანეტა მზის სისტემაში. ის გაზურ გიგანტებს ეკუთვნის. ატმოსფეროს ყველაზე უფრო თვალაშისაცემი წარმონაქმნები დიდი და პატარა წითელი ლაქებია. ამ დროისათვის იუპიტერის 67 თანამგზავრია ცნობილი, მათ შორისაა ერთ-ერთი უდიდესი – ევროპა(პატარა წერტილი ფოტოზე). ის მთვარეზე ოდნავ პატარაა.
დიდი წითელი ლაქა უზარმაზარი ატმოსფერული მორევია, რომელიც ჯერ კიდევ ტელესკოპების ერის დასაწყისიდანვეა ცნობილი, ანუ 300 წელიწადზე მეტი. ამ ატმოსფერული წარმონაქმნის ზომები, მუდმივი ცვალებადობის მიუხედავად, დედამიწაზე გაცილებით დიდია. ვარაუდობენ, რომ ლაქის შიგნით ქარის სიჩქარე 500 კმ/სთ-ზე მეტია.
პატარა წითელი ლაქა არც თუ ისე დიდი ხნის წინათ გაჩნდა, 1998-2000 წლების შუალედში. ეს, სამი პატარა თეთრი ლაქების გაერთიანებით მოხდა, რომლებიც 60 წლის განმავლობაში არსებობდნენ. 2006 წელს მკვლევარებმა დაფიქსირეს, რომ წარმონაქმნი მოწითალო-ყავისფერი გახდა(იუპიტერის მზვერავები).