ითვლება, რომ ყველა პლანეტარული სისტემები ორი კომპონენტისგან ფორმირდება – ხონდრები და კალციუმ-ალუმინური ჩანართები(კაჩ).
მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ ეს ორი კომპონენტი სხვადასხვა დროს წარმოიქმნა: ჯერ კაჩ-ი, ხოლო რამდენიმე მილიონი წლის მერე ხონდრები(ხონდრიტები და ახონდრიტები). ბოლო დროინდელი კვლევებით დგინდება, რომ ისინი ერთდროულად გაჩნდა.
საქმე იმაშია, რომ მზის სისტემის მატერიის ”გამყარებაზე” მხოლოდ ეს ორი კომპონენტია პასუხისმგებელი. მათგან მომავალში ქვის კოსმოსური ლოდები გაჩნდა, რომლებიც შეჯახებებით პლანეტოშენადედებს, პლანეტების წინამორბედ ობიექტებს წარმოქმნიდა. პროტოპლანეტარული დისკოს ლოდებმა, ჩაყარეს რა პლანეტოშენადედების ფუნდამენტი, მათში ყველა მომავალი პროტოპალნეტარული კატაკლიზმებიც ”ჩააპროგრამეს”, რასაც დიდი ციური სხეულების ჩამოყალიბება სდევდა თან, რომელთა შეჯახებებით, საბოლოოდ, პლანეტები გაჩნდა. როდის და როგორ ხდებოდა ამ პირველადი მასალისაგან მზის სისტემის პლანეტების მშენებლობა?
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარები, ხონდრიტების მოგვიანებით ფორმირების ამბვში დაეჭვდნენ. ეს დათარიღება ერთადერთ ფაქტს ეფუძნება: ხონდრებისა და კაჩ-ის ფორმირების დათარიღება ალუმინი-26-ით, იზოტოპით, რომელიც მზის სისტემის ყველა მეტეორიტშია აღმოჩენილი. ალუმინი-26 ზეახლების აფეთქებათა პროდიქტია, ამიტომ მისი განაწილება მზის სიტემაში არათნაბარი შეიძლება იყოს, რაოდენობა აფეთქების მხარეს უფრო მეტი იქნება.
არსებული დათარიღების შესამოწმებლად ალტერნატიული მეთოდი გამოიყენეს – მეტეორიტებში ტყვიისა და ურანის რადიოაქტიური იზოტოპების რაოდენობის კვლევა, მეტეორიტული მასალის ზედაპირების გულმოდგინედ გასუფთავების ჩათვლით. შედეგები ერთმანეთს კარგად დაემთხვა: კაჩ-ი 4 567,30 ± 0,16 მილიონი წლის წინათ გაჩნდა, ხონდრები – 4 567,32 ± 0,42 და 4 564,71 ± 0,30 მილიონი წლის პერიოდის შუალედში. აქედან გამომდინარე, მზის სისტემაში კაჩ-ისა და ხონდრების წარმოქმნებს შორის არანაირი პაუზა არ ყოფილა. ალბათ, ჩვენთვის ცნობილი პლანეტებიც ისევე სწარაფად ჩამოყალიბდა, როგორც ეს, სხვა პლანეტარულ სისტემებში დაიმზირება.