მსოფლიოში ყველაზე დიდ ამაჩქარებელზე ჩატარებული ექსპერიმენტების დროს შეიძლება გაჩნდნენ ნაწილაკები, რომელთაც დროში უკან გადაადგილება შეუძლიათ. ასეთია თეორიული ნამუშევრიდან მიღებული დასკვნა, რომლის შემოწმებაც სავსებით შესაძლებელია კოლაიდერზე. თუმცა დროში მოგზაურობა მხოლოდ განსაკუთრებულ ნაწილაკებს შეუძლიათ, აღმოჩენა მაინც შეუფასებელი მიღწევა იქნება თანამედროვე ფიზიკოსებისთვის. ასე რომ, კვლევა, რომელიც ჩაატარეს ჩიუ მან ჰომ და ტომას ვაილერმა ვანდერბილტის უნივერსიტეტიდან, ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას.
შეგახსენებთ, რომ დაკ-ის მთავარი ამოცანაა ჰიგსის ბოზონის ძებნა – ჰიპოთეტური ნაწილაკის, რომელიც მატერიის შემადგენელი ნაწილაკების მასიურობაზე აგებს პასუხს. ზოგიერთი თეორეტიკოსი წინასწარმეტყველებს, რომ შეჯახებებში, ჰიგსის ბოზონებთან ერთად გაჩნდებიან ე.წ. ჰიგსის სინგლეტური ბოზონები. ამ ნაწილაკებს კი უნდა გააჩნდეთ განსაკუთრებული თვისებები.
ვეილერისა და ჰოს თეორიების თანახმად ჰიგსის სინგლეტურ ბოზონებს შეუძლიათ დამატებით, მეხუთე განზომილებაში გადახტომა, სადაც ისინი შეძლებენ დროში წინ და უკან მოძრაობას, რათა ისევ გამოჩნდნენ წარსულში ან მომავალში. ასეთი მოგზაური ნაწილაკების აღმოჩენა ძალიან რთული იქნება: ისინი თვითონ(უფრო სწორად მათი დაშლის პროდუქტები) დეტექტორში გაჩნდებიან იმ შეჯახების წინ, რომელმაც გააჩინა.
ჩიუ მან ჰო და ტომას ვეილერი(ფოტო John Russell / Vanderbilt).
ვეილერის და ჰოს კვლევა ეფუძნება ე.წ. M-თეორიას, რომელიც მოწოდებულია გააერთიანოს ბუნებაში არსებული ფუნდამენტური ირთიერთქმედებები და გახდეს ”ყველაფრის თეორია”. ამ თეორიის მიხედვით არსებობს 10 ან 11 განზომილება. სამყაროს შემადგენელი ”აგურების” უმრავლესობა არ სცილდება ჩვეულებრივ, ჩვენთვის დამზერადი განზომილებების ჩარჩოებს, თუმცა არის გამონაკლისიც სინგლეტური ბოზონების სახით. მათი სხვა განზომილებაში გადასვლა ჩვენი თვალსაწიერიდან გამოჩნდება, როგორც ნახტომები დროში.
დროში მოგზაურობის სინგლეტური თეორია, რეალიზებული შეჯახებების დროს კოლაიდერში. 1 – ჩვეულებრივი, სამგანზომილებიანი სამყარო, პლიუს დროითი, მეოთხე განზომილება; 2 – დამატებითი განზომილება; 3 – დროის ისარი; 4 – პროტონ-პროტონული შეჯახება; 5 – პროტონი; 6 – ჰიგსის სინგლეტური ბოზონი(ილუსტრაცია Jenni Ohnstad / Vanderbilt).
_ველერი აღნიშნავს, რომ ახალი თეორია გამორიცხავს პარადოქსებს(თუ შვილიშვილი გაემგზავრა წარსულში და მოკლა ბაბუა, მაშინ როგორღა არსებობს ეს შვილიშვილი მომავალში?), დაკავშირებულს დროში მოგზაურობასთან, რადგან ასეთნაირად ადამიანის წარსულში გაგზავნა შეუძლებელია. თუმცა, აქვე დასძენს, რომ თუ ადამიანები შეძლებენ სინგლეტური ბოზონების წარმოქმნის მართვას, მაშინ შესაძლებელი გახდება ინფორმაციის გაგზავნა დროში. გამოიწვევს ასეთი ქმედება პარადოქსებს თუ არა, ჯერჯერობით უცნობია. (მეცნიერებმა დროის შენელება ლაბორატორიაში გაზომეს).
დროში მოგზაური ნაწილაკები კოლაიდერში
Posted by