პოლონეთში უზარმაზარი მეტეორიტი იპოვეს

 მეტეორიტი, რომელიც მიწაში 2 მეტრის სიღრმეზე იყო, მეტალოდეტექტორით სექტემბრის ბოლოს აღმოაჩინეს, თუმცა ეს ინფრომაცია ლოდის არამიწიერი წარმომავლობის დამტკიცებამდე არ ხმაურდებოდა. ის აღმოსავლეთ ევროპაში აქამდე ნაპოვნ მეტერიტებს შორის ყველაზე დიდია.

 მეტეორიტს კონუსისმაგვარი ფორმა აქვს. ეს ნამსხვრევი გეოლოგებისთვის ძალიან ძვირფას განძს წარმოადგენს, რადგან მისი საშუალებით ისინი დედამიწის ქერქის შიგა ნაწილის შესახებაც ბევრ საინტერესო მონაცემს მიიღებენ.

 ”ჩვენ ვიცით, რომ დედამიწის ქერქი რკინისგან შედგება, თუმცა ვერ ვიკვლევთ მას. ახლა კი ასეთი კვლევისათვის ძვირფასი ობიექტი ჩაგვივარდა ხელში. მას დედამიწის მსგავსი სტრუქტურა აქვს. ყველაზე უფრი პოზიტიური ამ ფაქტში ისაა, რომ მეტეორიტის გამოკვლევა პრობლემას არ წარმოადგენს და დედამიწის ქერქის შიდა ნაწილზეც ბევრ რამეს გავიგებთ. ამასთან ერთად, ამ მეტეორიტს სამყაროზე ჩვენი წარმოდგენების გაფართოებაც შეუძლია” – ამბობს Andrzej Miszynski, Adam Mickiewicz-ის უნივერსიტეტიდან.

 პირველადი კვლევებით დადგინდა, რომ უზარმაზარი მეტეორიტი დედამიწაზე დაახლოებით 5000 წლის წინათ ჩამოვარდა(მეტეორიტის ფრაგმენტი ოქროზე ძვირფასია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.