ჯეიმს უები ჰაბლს შეცვლის

 ბოლო დროს ჯეიმს უების ტელესკოპზე ყველა ლაპარაკობს, განსაკუთრებით საინფორმაციო საშუალებებში. კოსმოსური სააგენტოების განცხადებით მან სახელოვანი ”ჰაბლი” უნდა შეცვალოს.  შემქმნელები გვპირდებიან, რომ ტელესკოპი კოსმოსურ მეცნიერებებში გადატრიალებას მოახდენს. ჯეიმს უების სახელობის კოსმოსური ტელესკოპი – ეს არის ინფრაწითელი დიაპაზონის ორბიტალური ობსერვატორია, აღჭურვილი 6,5 მეტრის დიამეტრის სარკეების სისტემითა(შდარებისთვის ჰაბლის სარკის დიამეტრი 2,4 მეტრია) და ჩოგბურთის კორტის ზომის მზისგან დამცავი ფარით. ინოვაციური ტელესკოპი არა უადრეს 2015 წლის სექტემბრისა გავა ორბიტაზე და ე.წ. ლაგრანჟის წერტილში(L2) განთავსდება, სისტემაში მზე-დედამიწა(ამ წერტილში სხეულებზე მზე და დედამიწა ერთნაირი მიზიდულობით მოქმედებენ).
ტელესკოპის აგებაზე ძალიან დიდი ბიუჯეტი იხარჯება, რაც პოლიტიკოსებში მწვავე დებატებს იწვევს იმასათნ დაკავშირებით, გაამართლებს თუ არა ტელეკოპი ასტრონომთა მოლოდინს და ღირს თუ არა ამდენი ფულის დახარჯვა. თავიდან ტელესკოპის გაშვება 2007 წლისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა საჭირო დაფინანსების მიუღებლობის გამო 2015 წლისთვის გადაიდო. 2011 წლისთვის კი შემცირებული ბიუჯეტის გამო ჯეიმს უების სახელობის ტელესკოპის გაშვება საერთოდ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა(JWST – James Webb Space Telescope), თუმცა სექტემბერში ბიუჯეტის გადახედვა მოხდა და პროექტმა დაფინანსება მიიღო. პროექტზე გათვალისწინებულმა თანხამ ნავარაუდევს 5-ჯერ გადააჭარბა. გეგმის მიხედვით ტელესკოპზე უნდა დახარჯულიყო 1,6 მილიარდი დოლარი, ახალი გათვლების მიხედვით კი ეს რიცხვი 8,7 მილიარდამდე გაიზრდება.
 კვლევითი მისია JWST  სავარაუდოდ 5 წელი გაგრძელდება, შეიძლება მეტიც, თუ ტელესკპმა მუშა მდგომარეობა შეინარჩუნა. JWST-ეს მთავარი ამოცანებია: პირველი გალაქტიკებისა და ვარსკვლავების სინაათლის აღმოჩენა, მათი ფორმირებისა და განვითარების შესწავლა, პლანეტარული სისტემების აღმოჩენა და სიცოცხლის წარმომავლობის დადგენა.
JWST-ეს ორბიტა დედამიწიდან 1 500 000 კილომეტრით იქნება დაშორებული. ეს მანძილი 4-ჯერ აჭარბებს მანძილს დედამიწიდან მთვარემდე. მზისა და დედამიწის გრავიტაციული ძალების ბალანსი ტელესკოპს სტაბილურ ორბიტაზე დააკავებს და აღარც წონასწორობის აღდგენისთვის ზედმეტი ენერგიის წყარო  იქნება საჭირო.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.