М22-მდე მანძილი10 ათასი სიანთლის წელია. აღმოჩენის გაკეთება კი ნიუ მექსიკოს რადიოტელესკოპების დიდი მასივის საშუალებით მოხერხდა. მეცნიერებმა ორი ცალკეული რადიოსიგნალი დააფიქსირეს, რომლებიც გროვიდან მოდიოდა, რომელთა მონაცემები შავი ხვრელების ახლო სივრცის გამოსხივებისთვისაა დამახასიათებელი. მკვლევართა თქმით, ვერც ნეიტრონული ვარსკვლავები და ვერც თეთრი ჯუჯები იქნებოდა ამ სიგნლის წყაროები.
ასტრონომთა აზრით, ამ რადიოსიგნალებს ცალკეული მასიური ხვრელები ასხივებს, გროვის ცენტრთან ახლოს. თუ ეს ასეა, მაშინ კლასტერი M22, ირმის ნახტომის პირველი ვარსკვლავთგროვა იქნება, რომელშიც შავი ხვრელი (1) აღმოაჩინეს, თან ორი. ეს საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა, რადგან გრავიტაციულ ძალებს მნათობთა კლასტრის ცენტრში, მხოლოდ ერთი ხვრელი უნდა დაეტოვებინა.
ვარსკვლავთგროვებს, გალაქტიკის შიგნით მდებარე მნათობთა კლასტერებს უწოდებენ, რომლებიც გრავიტაციული ძალებით არიან დაკავშირბული და ერთობლივად მოძრაობენ. გროვათა უმრავლესობა, ირმის ნახტომის (ასაკი) შიგნით, საკმაოდ დიდი ხნის წინათ ჩამოყალიბდა, ამიტომ მათში არსებულმა მასიურმა ვარსკვლავებმა ევოლუცია დაასრულეს და შავ ხვრელებად გადაიქცნენ (ვარსკვლავური მასის შორეული შავი ხვრელი).