მეცნიერები თვლიან, რომ ღრუბელი, რომელსაც ჰალოს უწოდებენ, ბარიონების დანაკლისის გამოცანის ამოსახსნელი გასაღები შეიძლება იყოს.
გალაქტიკის ჰალო და მაგელანის დიდი და პატარა(1) ნისლეულები.
ოჰაიოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ორბიტალური ტელესკოპის ”ჩანდრას” საშუალებით მიღებული უნფორმაცია გამოიყენა და დაადგინა, რომ ჩვენი გალქტიკის შემომფარგლავი ჰალო ძირითადათ ჟანგბადის იონებისგან არის შემდგარი. ამ ღრუბლის თავისებურება იმაშია, რომ მას შეუძლია რენტგენის გამოსხივების შთანთქმა, რომლის წყაროები გალაქტიკის გარეთ მდებარეობენ. რენტგენის დიაპაზონში მომუშავე ორბიტალური ობსერვატორია ”ჩანდრა”(NASA).
მეცნიერები თვლიან, რომ ჰალოს ტემპერატურული რეჟიმი 100 000-დან 2,5 მილიონი კელვინის ფარგლებში ვარირებს, რაც მზის ზედაპირის ტემპერატურაზე ასეულობითჯერ მეტია. როგორც ნამუშევრის ერთ-ერთი ავტორი ანჯალია გუფთა ამბობს, მეცნიერებმა ჰალოს არსებობის და მისი ტემპერატურული რეჟიმის შესახებ ადრეც იცოდნენ, გაურკვეველი რჩებოდა მისი ზომები და მასა.
საბოლოოდ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ჰალოს მასა მზისას 60 მილიარდჯერ აჭარბებს. ასე რომ, ჰალო, რომელიც ასეულობით ათას სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული, მეზობელი გალაქტიკების ჯგუფამდეც აღწევს.
ჩვენი გალაქტიკა გაზის ღრუბელშია ჩაფლული
Posted by