მარსმავალმა ”ცნობისმოყვარეობამ”, რომელიც ახალა მარსის ზედაპირზეა, მზის არასრული დაბნელების გადაღება შეძლო. ფოტოზე მზის დისკოზე ფობოსის მიერ გადაფარული პატარა ფრაგმენტის დანახვაა შესაძლებელი.
ფოტო 13 სექტემბერსაა გადაღებული, კამერა Mastcam-ის საშუალებით, გეილის კრატერში დაჯდომიდან დაახლოებით ხუთი კვირის მერე. აშკარაა, რომ მარსული მზის დაბნელება სრულიად განსხვავდება დედამიწისეულისგან, რომელსაც მთვარე იწვევს.
ფობოსის ორბიტა მარსთან უფრო ახლოა, ვიდრე მთვარისა დედამიწასთან, რის გამოც ის როშის ზღვარს შიგნით მდებარეობს. იმის გამო, თანამგზავრის ზომა მცირეა(დაახლოებით 22/27-ზე კმ.) და ამავე დროს სწრაფად მოძრაობს, მარსის ზედაპირიდან მზის დაბნელების დანახვა, მხოლოდ 20 წამი შეიძლება. გარდა ამისა, ფობოსის პატარა ზომების გამო არ ხდება სრული დაბნელება, მხოლოდ რკალური.
მარსის მეორე თანამგზავრი – დეიმოსი, კიდევ უფრო პატარაა, დიამტრით სულ რაღაც 12 კილომეტრია. ის მარსიდან შორს მოძრაობს და არ შეუძლია მზის დაბნელების მიზეზი გახდეს. სულ რისი დანახვაც ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი – მზის დისკოზე გამავალი პატარ ობიექტი.
მეცნიერთა უმრავლესობა თვლის, რომ ფობოსი და დეიმოსი – ასტეროიდები ან დამსხვრეული დიდი ასტეროიდების ნატეხებია, რომლებიც წითელმა პლანეტამ მიზიდულობით ”გამოიჭირა”.
სპეციალისტების ვარაუდით, მარსმავალი მაღალი ხარისხის ბევრი ასეთი ფოტოს გადაღებას შეძლებს, რითაც მარსული მზის დაბნელების პირველი ფილმის შექმნა გახდება შესაძლებელი. მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში ”ცნობისმოყვარე” მარსის თანამგზავრთა უცნაურ ტრანზიტებს დააკვირდება.