ჩვენი გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელი ვარსკვლავებს აქეთ-იქეთ ისვრის

 2005 წელს ასტრონომებმა მეზობელ პატარა გალაქტიკის(მაგელანის დიდი ნისლეული)მიმართულებით მოძრავი ვარსკვლავი აღმოაჩინეს, ნომრით HE 0437−5439, რომელიც დედამიწელ დამკვირვებლს 2,5 მლიონი კილომეტრი საათში სიჩქარით შორდება.

 ეს გალაქტიკის ცენტრის გარშემო მზის სისტემის მოძრაობის სიჩქარეზე სამჯერ მეტია. ამის მერე მეცნიერებმა კიდევ 16 ასეთივარსკვლავი აღმოაჩინეს, ისინი აქამდე გაურკვეველი მიზეზით ჩვენს გალაქტიკას უზარმაზარი სიჩქარით ტოვებდნენ.

 რეგიონის დასადგენად საიდანაც ვარსკვლავი ამოვარდა, ასტრონომები წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ ხსენებული ვარსკვლავის მოძრაობას სხვა, შორეული გალაქტიკების ფონზე. დაკვირვება ხდებოდა კოსმოსური ტელესკოპის ჰაბლის სპეციალური კამერით. დადგინდა, რომ ეს ვარსკვლავები ერთ დროს ჩვენი გალაქტიკის ცენტრთან ახლოს იყვნენ, სადაც ზემასიური შავი ხვრელი მდებარეობს.

 თუმცა, ვარსკვლავის მთავარი საიდუმლო იმაშია, რომ ის გალაქტიკის ცენტრში 100 მილიონი წელი იმყოფებოდა, ქიმიური შემადგენლობით და მასით(მზეზე 9-ჯერ მძიმე)ვარსკვლავის ასაკი 20 მილიონი წელი უნდა იყოს. მაშინ რითი აიხსნება 80 მილიონი წლის სხვაობა?

 სპექტრული კლასითა და მასით ასტრონომებმა ეს ვარსკვლავები არაჩვეულებრივ, ე.წ. „ჩამორჩენილი“ ცისფერი ვარსკვლავების ჯგუფს მიაკუთვნეს. ასე უწოდებენ სფეროს ფორმის ვარსკვლავური გროვების შემადგენელ ზოგიერთ ვარსკვლავს, გაურკვეველი მიზეზების გამო მათი ასაკი მცირეა ვარსკვლავთგროვის დანარჩენი ვარსკვლავებისაგან განსხვავებით. ვარსკვლავების ევოლუციის თეორიის მიხედვით გროვაში ერთდროულად ჩამოყალიბებული და ერთნაირი ასაკის ვარსკვლავები უნდა იყვნენ.

 HE 0437−5439-ეს შემთხვევაში გაახალგაზრდავება, როგორც ჩანს, ორი ვარსკვლავის შერწყმით მოხდა. თავიდან გალაქტიკის ცენტრალურ ნაწილში არსებობდა სამი გრავიტაციულად დაკავშირებული ვარსკვლავი(1 ფოტო), ამათგან ორი უფრო მჭიდრო, ორმაგ სისტემას ქმნიდნენ(2 ფოტო). გარკვეული დროის გასვლის მერე გალაქტიკურმა ხვრელმა ჯგუფიდან ერთ-ერთი ვარსკვლავი „ამოგლიჯა“, დარჩენილ წყვილს კი ზედმეტი იმპულსი შერჩათ, რამაც მათი ცენტრის საპირისპირო მხარეს გატყორცნა გამოიწვია.

 ცენტრიდან დაშორებასთან ერთად ვარსკვლავებმა გააგრძელეს ევოლუცია ჩვეულებრივი მიმდევრობით, რომლის განმავლობაშიც უფრო მასიური წითელ გიგანტად გადაიქცა და კომპანიონი შეიერთა(3 ფოტო). ასე ჩამოყალიბდა ორი ნორმალური ვარსკვლავისაგან ცისფერი „მოგზაური“(4 ფოტო).

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.