თეთრი ჯუჯა – ევოლუციის ბოლო ეტაპზე მყოფი მზის მაგვარი ვარსკვლავია. მას აღარ გააჩნია თერმობირთვული ენერგიის საკუთარი წყარო. თეთრი ჯუჯები ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავების 3-10% შეადგენენ.
ჰაბლის მიერ მიღებული გამოსახულება, ჩანს გროვას მცირე ნაწილი 8 ჯუჯა ვარსკვლავით(პატარა ცისფერი წერტილები) მზის მაგვარი მოყვითალო ვარსკვლავების ფონზე, აგრეთვე უფრო ცივი და მკრთალი წითელი ჯუჯები.
თეთრი ჯუჯას სიმკვრივე იმდენად მაღალია, რომ ამ ვარსკვლავიდან აღებული ერთი ჩაის კოვზი მატერია 5 ტონას აიწონის.
ნათან დიკსონი ფიზიკისა და ასტრონომიის უნივერსიტეტიდან სწავლობს ამ ვარსკვლავების ქიმიურ შემადგენლობას. კერძოდ, მას აინტერესებს მძიმე ელემენტების რაოდენობა ვარსკვლავს შიგნით და მის ახლო გარემოში. ის, რომ თეთრი ჯუჯების შემადგენლობაში ბევრი წყალბადი და ჰელიუმია დიდი ხანია ცნობილია. თუმცა ისიც საინტერესოა, რომ ყველა თეთრი ჯუჯა ქიმიური შემადგენლობით ერთნაირი არაა.
უფრო ხნიერი და ცივი თეთრი ჯუჯები, ტემპერატურით 25 000 გრადუსი, დიდი რაოდენობი შეიცავენ ისეთ ელემენტებს როგორიცაა ჟანგბადი, აზოტი, რკინა, სილიციუმი, რომლებიც ამ ვარსკვლავებმა პლანეტებს მოსტაცეს.
უფრო ახალგაზრდა და ელვარე ჯუჯები, მაღალი ტემპერატურებით, კიდევ უფრო მძიმე ელემენტების დემონსტრაციას ახდენენ. მეცნიერები არ არიან დარწმუნებულნი, ამ ელემენტებს ან ვარსკვლავები წარმოქმიან ან გარემოდან იღებენ.
დიკსონი ამბობს, რომ ”მნიშვნელოვანია გავიგოთ, საიდან ხვდება შედარებით ცხელ და ელვარე თეთრ ჯუჯებში ექსტრა მასალა(მძიმე ელემენტები). ეს დაგვეხმარება მზის მაგვარი ვარსკვლავების ცხოვრებისეული ციკლის უკეთ გაგებაში, ანუ იმაშიც თუ რა ბედი ელის მზის სიტემას, რადგან თეთრი ჯუჯები ძალიან გვანან მზეს(ევოლიციით) და მათი კვლევით ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ თუ როგორ ფუნქციონირებენ და კვდებიან თეთრი ჯუჯები, შესაბამისად მზეც”.