გვემუქრება თუ არა საფრთხე ქარიშხლების მხრიდან? ამის გასარკვევად, საჭიროა ვიცოდეთ, თუ სად ჩნდებიან ისინი უფრო ხშირად. დედამიწის ეს რუკა 1851 წლიდან დაფიქსირბული ყველა ქარიშხალის გზებს გვიჩვენებს, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია. თუმცა, თუ დროში უკან წავალთ, მონაცემებში გამოტოვებულ ადგილებსაც წავაწყდებით. რუკაზე კარგად ჩანს, რომ ქარიშხლები (ან ციკლონები, ტაიფუნები, გაჩენის ადგილის მიხედვით) ჩვეულებრივ, ოკეანის თავზე ჩნდება. მათ აქ თბილი წყლის ორთქლი აძლევს ძალას. რუკა ასევე გვიჩვენებს, რომ ქარიშხლები არასოდეს არ კვეთენ დედამიწის ეკვატორს, არც კი უახლოვდებიან მას. ისინი თავიანთ არსებობას კორიოლისის ძალებს უნდა უმადლოდნენ, ეკვატორზე კი ის ნულის ტოლია. კორიოლოსის ძალა ქარიშხალთა გზებს ეკვატორის საწინააღმდეგო მხარეს ხრის. თუმცა, მონაცემთა არასრული რაოდენობა მთლიან სურათს ოდნავ ამახინჯებს და ქარიშხალთა გზები ისევ საკამათო თემად რჩება, უკვე ახლაც აშკარაა, რომ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, ძლიერი ქარიშხლები უფრო ხშირად, ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში წარმოიქმნება და ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება (ქარიშხალი ირენის ფორმირება).
ქარიანი გზები დედამიწაზე
Posted by