ვერცხლისფერი ღრუბლების გაჩენა სათბურის ეფექტთან და კოსმოსურ ვიზიტებთანაა დაკავშირებული.
ზაფხულში, დაისის მერე, თითქმის კოსმოსის საზღვართან, ვერცხლისფერი ღრუბლები ინთება – ალბათ, ყველაზე ლამაზი და იდუმალი ღრუბლები ცნიბილთა შორის. მათი ელვარება თითქოს არამიწიერია. ეს შეგრძნება ნამდვილად არ არის შორს ჭეშმარიტებისგან: უმნიშვნელოვანეს დეტალს ვერცხლისფერი ღრუბლების გაჩენისას, კოსმოსური წარმოშობა აქვს.
ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, ჯეიმს რასელის მეთაურობით, რომლებიც NASA AIM პროექტით მუშაობენ. ”ვერცხლისფერ ღრუბლებში ”მეტეორული წვიმების” ნაწილაკები აღმოვაჩინეთ, რაც ამტკიცებს თეორიას მეტეორული მტვრის, ყინულის ნაწილაკების ჩამოყალიბების ცენტრებად გადაქცევის შესახებ, რაც ვერცხლისფერი ღრუბლების გაჩენას იწვევს” – ამბობს რასელი.
პირველად, ვერცხლისფერი ღრუბლები ცალკეულ მოვლენად XIX საუკუნის ბოლოს აღიქვეს. მათი გამოჩენა პლანეტის ჩრდილოეთ განედებზე, ვულკან კრაკატაუს (ტუნგუსკის მეტეოროიდი) ამოფრქვევიდან რამდენიმე წლის გასვლის მერე დაფიქსირდა. ამ მტვრის გამო დაიმზირებოდა შთამბეჭდავი მეწამული საღამოებიც. სწორედ ამის მერე გამოჩნდა თხელი, ნაზი-მოვერცხლისფრო ღრუბლის ძაფები. მათი გამოჩენა, რა თქმა უნდა, კრაკატაუდან ამოსულ მტვერს მიაწერეს, თუმცა ისინი მტვრის დალექვის მერეც შეიმჩნეოდა. თუ მტვერია საჭირო მათთვის, იქნებ ეს მტვერი კოსმოსურიც იყოს?
ისე, როგორც სხვა ღრუბლები, ვერცხლისფერებიც წყლის ორთქლის კონდენსატია, თუმცა სიმაღლეზე (80კმ.), სადაც ისინი ფორმიდება, ძალიან დაბალი ტემპერატურაა და წვეთები იყინება. ამ უმცირესი ყინულის ნაწილაკების 3% მეტეორიტული წარმოშობისაა. აქ გასაკვირი არაფერია: მცირე და მიკროსკოპული ზომის ნაწილაკები ატმოსფეროში მუდმივად იჭრება, ყოველდღიურად მათთან ერთად ტონობით ნივთიერაბა შემოდის, მათ შორის წყალიც.
მეტეორიტთა მეტი ნაწილი ატმოსფეროშივე იშლება და იწვება, 70-100 კილომეტრის სიმაღლეზე მათი მიკროსკოპული ნაწილაკები ყოველთვის არის. სწორედ ამ სიმაღლეებს შეესაბამება ვერცხლისფერი ღრუბლები. ამასათან დაკავშირებით გამოთქმული იქნა მოსაზრება, რომ მეტეორების ნარჩენი ნაწიკლაკები წყლის ორთქლის კრისტალიზაციის ცენტრები ხდება.
ატმოსფეროს ქვედა ფენებში ეს მუდმივად ხდება: წვიმის წვეთების, ფიფქებისა და ყინულის ნაწილაკები მტვრის ნაწილაკებზე ჩნდება. საკმარისი მასის დაგროვების მერე, ისინი ნალექების სახით ძირს ეშვებიან. მაღალ სიმაღლეზე ყველაფერი უფრო რთულადაა. იქ არასაკმარისი რაოდენობის ზედაპირული მტვერი ხვდება, წყალიც ნაკლებია, წნევა კი თითქმის ნულის ტოლია, რაც კრისტალიზაციას აძნელებს. გამოცანაც ამაშია, რომლის ლოგიკური ახსნა გარედან, მხოლოდ კოსმოსიდან შეიძლება მოვიდეს.
AIM-ის ექსპერტთა მონაცემების მიხედვით, მეტეორიტული მტვერი ყინულოვანი კრისტალების 20-70 ნანომეტრის ზომამდე ზრდას უზრუნველყოფს, ანუ 10-100-ჯერ მცირე, ვიდრე ჩვეულებრივ ღრუბლებშია. სწორედ ამით აიხსნება ვერცხლისფერი ღრუბლების ასეთი ნატიფი მოცისფრო ნათება: რაც ურო პატარა ნაწილაკებია, მით უფრო მოკლე ტალღიან გამოსხივებას ირეკლავს.
რჩება ვერცხლისფერი ღრუბლების მეორე მთავარი გამოცანა: რატომ გაიზარდა მათი რიცხვი, ელვარება და გაჩენის სიხშირე? უფრო მეტიც, თუ XIX საუკუნეში ისინი მხოლოდ ჩრდილოეთ განედებზე შეიმჩნეოდა, ახალა უკვე მათი დანახვა სამხრეთითაც არის შესაძლებელი. ამის მიზეზს რასელი და მისი კოლეგები კლიმატის გლობალურ ცვლილებაში ხედავენ.
მათი მონაცემებით, ამ პროცესის მთავარი ელემენტი მეთანია, გაზი, რომელიც 20-ჯერ უფრო ძლიერ სათბურის ეფექტს იძლევა, ვიდრე ნახშირჟანგი. მეთანის რაოდენობა ატმოსფეროში უკანასკნელი ასწლეულის განმავლობაში ისე გაიზარდა, როგორც არასდროს 10 ათასი წლის განმავლობში. ”როცა მეთანი ატმოსფეროს ზედა ფენებში ადის, რეაქციათა სერიებით წყლის მოლეკულების სტიმულირებას ახდენს. ეს წყალი კი ვერცხლისფერი ღრუბლების შემადგენელ ყინულის ნაწილაკებად იქცევა” – გვიხსნის რასელი.
გამოდის, რომ ვერცხლისფერი ღრუბლები იგივე როლში გამოდიან, როგორც ოდესღაც იადონები მაღაროელებისთვის. ეს ჩიტები, მადნიდან ამოსული გაზების მიმართ უკიდურესად მგრძნობიარენი (მათ შორის მეთანის მიმართაც), მოქმედებდნენ როგორც საშიში გაზის დაგროვების ინდიკატოერები. ვერცხლისფერი ღრუბლების გამოჩენაც ელვარე, თუმცა საშიში ნიშნია.