თუმცა დიდი აფეთქების დროიდან მილიარდობით წლები გავიდა, იმ ეპოქაში გაჩენილი გამოსხივება ახლაც ექოსავით მოძრაობს მთელს სამყაროში, ძლივს შესამჩნევი მიკროტალღური ფონის სახით. დღეისათვის, ორბიტალური თანამგზავრების დახმარებით(WMAP,”PLANKI”), დეტალური რუკებია შედგენილი გამოსხივებისა, რომლის უმცირესი არაერთგვარევნებანი უზარმაზარ ინტერესს იწვევენ. ამ მონაცემთა ახალი ანალიზებით გამოვლინდა გალაქტიკებისა და მათი გროვების მოძრაობა, რომელიც ფონური გამოსხივების გაჩენიდან გაცილებით გვიან მოხდა.
საქმე იმაშია, რომ, როცა მიკროტალღური გამოსხივების ფოტონები გალაქტიკური გროვების მახლობლად მყოფ გავარვარებულ გაზურ გროვებში გადიან, ისინი ამ გაზების ელექტრონებთან ურთიერთქმედებენ, რომლებიც ხშირად მაღალი ენერგიის მატარებლები არიან, ვიდრე ფოტონები, რომლებმაც მოგზაურობა შორეულ წარსულში დაიწყეს. ამ მოვლენას სიუნიაევ-ზელდოვიჩის ეფექტი ეწოდება, მათ ის აღმოჩენამდე გაცილებით ადრე იწინასწარმეტყველეს.
2001 წლის 30 ივნისს ნასამ კოსმოსში ზონდი Explorer 80 გაუშვა, რომელსაც ორი წლის მერე სახელი გადაარქვეს და WMAP-ი უწოდეს(უილკინსონისეული მიკროტალღური გამოსხივების ანიზოტროპიის მკვლევარი). მისი აპარატურა რელიქტური გამოსხივების ტემპერატურული ფლუქტუაციების რეგისტრირების საშუალებას იძლევა, კუთხის ოცდამეათედი გარჩევადობის შესააძლებლობით. მაშინ უკვე ცნობილი იყო, რომ ამ გამოსხივების სპექტრი თითქმის მთლიანად ემთხვეოდა იდეალურად შავი სხეულის სპექტრს, გამთბარს 2,725 კელვინამდე, ხოლო მისი ტემპერატურის ცვლილება ”მსხვილმარცვლოვანი” გაზომვებისას კუთხური შესაძლებლობით 10 გრადუსი არ აჭარბებდა 0,000036 კელვინს. თუმცა ზონდ WMAP-ის ”წვრილმარცვლოვან” სკალაზე ეს მონაცემი 6-ჯრ მეტი იყო(დაახლოებით 0,0002 К). რელიქტური გამოსხივება ლაქებიანი აღმოჩნდა, დანაწევრებული ოდნავ მეტად და ოდნავ ნაკლებად გამთბარი მონაკვეთებით.
”ტემპერატურული” ზეგავლენის გარდა, სიუნიაევმა და ზელდოვიჩმა რელიქტური გამსოხივების ფოტონებზე გალქტიკათა გროვების მოძრაობის შედეგად გამოწვეული ”კინემატიკური” ეფექტიც ივარაუდეს, რომელთა გაზური გროვების ელექტრონები მაღალ ენერგიას არა მაღალი ტემპერატურის ხარჯზე ფლობენ, არამედ გროვების სწრაფი მოძრაობის ხარჯზე. ეს ზემოქმედება ძნელი შესამჩნევია, ამიტომ თუ სიუნიაევ-ზელდოვიჩის ”ჩვეულებრივი” ეფექტის დაფიქსირება შესაძლებელი ჯერ კიდევ 1980 წელს გახდა, კინემტიკური მხოლოდ ახლა იქნა დაფიქსირებული.
ასტროფიზიკოსთა დიდი ჯგუფის განაცხადებით, თანამედროვე მონაცემთა გულმოდგინე ანალიზით რელიქტურ გამოსხივებაში კინემატიკური ეფექტის გამოვლენა მოხერხდა, რომელიც თავის მხრივ მსხვილი გალაქტიკური გროვების ერთმანეთთან მიახლოებისკენ სწრაფვაზე მეტყველებს, კიდევ უფრო დიდი გროვების წარმოქმნით. ახალა უკვე სამყაროსეული მოძრაობების კვლევა მაკროდონეზეა შესაძლებელი – რომლის შესწავლა, ბოლოს და ბოლოს, იდუმალი ბნელი ენერგიის(1) რაობაში გარკვევს მეცნიერებს, იმ ენერგიისა, რომელიც სამყაროს აფართოებს, თან უფრო და უფრო მზარდი სიჩქარით.