გასულ წელს ”კასინი” შტორმს უთვალთვალებდა, რომელიც სატურნზე მიმდინარეობდა. პლანეტის კვლევის ისტორიაში ეს იყო აქამდე ცნობილთა შორის ყველაზე ძლიერი ქარიშხალი.
ამ მასალების ანალიზის დროს, მეცნიერებმა ფოტოებზე ღრუბლებს შორის ნათლი ცისფერი წერტილები აღმოაჩინეს. ეს წერტილები გაელვების კვლებია, რომლებიც სატურნის დღიან მხარეს, ხილულ დუიაპაზონში პირველად დაფიქსირდა.
აღმოჩენის ერთ-ერთი ავტორი ულიანა დუდინა ამბობს:”სატურნის დღიან მხარეზე ელვას დანახვა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო. თუ ”კასინიმ” ისინი განთებულ, ანუ დღიან მხარეს დააფიქსირა, გამოდის, რომ მათი სიმძლავრე ძალიან მაღალი იყო”.
ისინი 2011 წლის 6 მარტს დააფიქსირეს, მათი ინტენსიურობა დედამიწისეულ ყველაზე ძლიერ გაელვებებს(1) უტოლდება: მარტო ხილული გამოსხივებით შეფასებით მათი სიმძლავრე 3 გიგავატს უნდა აღწევდეს, ხანგრძლივობა კი 1 წამს. ანთების ზომები კიდევ უფრო შთამბეჭდავია – ღრუბლების თავებზე, სადაც ანთება იქნა შემჩნეული, ის 200 კილომეტრს აღწევდა.
ორ ფოტოზე სულ რამდენიმე ანთება აღმოჩნდა – ხუთი ერთზე და სამი მეორზე. ისინი ატმოსფეროს უფრო ქვედა ნაწილებში გაჩნდნენ, სივრცეში, სადაც წყლის წვეთების ყინულად გადაქცევა ხდება, ისე, როგორც დედამიწის ატმოსფეროში. სატურნზე, რომლის წელიწადი 30 დედამიწისას უტოლდება, ახლა სეზონის(2) ცვლა მიმდინარეობს.