დიდი ტელესკოპების ერა

ორიონი ფეხებით მაღლა

 სანამ მსოფლიოს სრულყოფილ ტელესკოპებზე დავიწყებთ საუბარს, უადგილო არ იქნება გავეცნოთ ქვეყანას, სადაც ისინია განთავსებული. გეოგრაფიიდან დავიწყოთ. ქვეყნის მთავარი გზა – ე.წ. „პანამერიკანი“, რომელიც ქვეყნის სამხრეთიდან მოდის (იქედან ანტარქტიდამდე მანძილი სულ რაღაც რამდენიმე ათასი კილომეტრია), ჩრდილოეთით დედაქალაქ სანტიაგოზე გაივლის, შემდეგ კიდევ უფრო ჩრდილოეთით, უდაბნო ატაკამაზე, გადაკვეთს ქალაქებს ლა-სერენას (500 კმ. სანტიაგოდან) და ანტოფაგასტას (1000 კმ. სანტიაგოდან). გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, ეს მსოფლიოში ყველაზე გრძელი საავტომობილო ტრასაა: ჩილეს გარეთ ის კიდევ უფრო ჩრდილოეთით გრძელდება და ალიასკამდეც კი აღწევს. მიუხედავად ამისა, თუ თქვენ ჩილედან, მაგალითად, მექსიკაში გადაწყვეტთ გამგზავრებას, მაინც ვერ მოახერხებთ ამას, რადგან თქვენ შეეჩეხებით სელვის ნაწილს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო ასფალტიანი გზა არ არსებობს, ეს ყველაფერი უნიკალური ბუნების გადარჩენისა და კოლუმბიიდან ნარკოტრაფიკის შემცირების მიზნით მოხდა.


ხედი ALMA-ზე.

 ჩილეს გზები კარგადაა მოასაფალტებული, არ ჩამოუვარდება ევროპულს, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაც მოწესრიგებულია. ჩილელი მოსახლეობა ამას კორუფციის არ არსებობას უკავშირებს და ამით ამაყობს. საქალაქთაშორისო ავტობუსები კომფორტულია და ბევრი. არსებობს საკმაოდ ბევრი რეგულარული და იაფი შიდა ავიახაზები. სანტიაგოდან ანტოფაგოსში 30-50 დოლარად გადაფრენაა შესაძლებელი. თუმცა უცხოელებისთვის ასეთი იაფი ტარიფი ხელმისაწვდომი არაა: ბილეთი ჩილეში რეგისტრირებული საკრედიტო ბარათით უნდა შეიძინოთ, ამიტომ ამის გაკეთება იქაურ ნაცნობებს თხოვოთ ჯობია, ან ობსერვატორიის travel office-ს.

ტელესკოპების მრავალი მაღაზიიდან ერთ-ერთი.

 მთლიანობაში ჩილე, როგორც მოსალოდნელი შეიძლება იყოს, ესპანეთს მოგაგონებთ: აქ ესპანური ენა, კარგი კლიმატი, ახალი ხილი და ხარისხიანი ღვინო ბატონობს. არის სამხრეთამერიკული სპეციფიკაც: მოსახლეობის დიდი ნაწილი ინდიელების შთამომავლები არიან, მათი მაღაზიები სამხრეთამერიკული სუვენირებითაა გადავსებული, განსაკუთრებით პოპულარულია ე.წ. პონჩო.

 ევროპისგან ყველაზე უფრო დიდი განსხვავება ისაა, რომ მზე აქ ცაზე სხვა მიმართულებით მოძრაობს, ღამის ცაც აბსულუტურად სხვაგვარია – ორიონი, ასე რომ ვთქავათ, ფეხებით მაღლა დგას. მაინც რატომ დაინტერესდნენ ასტრონომები ასე ჩილეთი? მიზეზი ისაა, რომ უდაბნო ატაკამას თავზე სტაბილური ანტიციკლონია, რაც საუკეთესო ასტროკლიმატს ქმნის.

 „მაგელანები“

 ქალაქ ლა-სერენადან 2400 მეტრის სიმაღლეზე მყოფი ლას-კამპანას ობსერვატორიამდე მისაღწევად 2 საათზე მეტი დროა სააჭირო. ობსერვატორია 70-იანი წლების დასაწყისში კარნეგის ინსტიტუტმა გახსნა, რომელიც არაკომერციული და დამოუკიდებელი ორგანოზაციაა, ის ასტრონომიის, დედამიწისა და ბიოლოგიის შემსწავლელი მეცნიერების მხარდაჭერითაა დაკავებული. თანხების ძირითადი ნაწილი, რომელსაც კარნეგის ინსტიტუტი ფლობს არა გადასახადებიდან მიღებული ფულია, არამედ კერძო შემოწირულობებია. ახლა იქ ჩასული ამერიკელი ბიზნესმენები ეცნობიან იმას, რაზეც მათი ფული უნდა დაიხარჯოს, იგულისხმება 20 მეტრიანი ტელესკოპი GMT.

 ლას-კამპანასში ორი 6 მეტრიანი ტელესკოპია – „მაგელანები“, 6,5 მეტრი დიამეტრის სარკეებით აღჭურვილი ტყუპები, რომლებიც ორიათასიან წლებში ააშენს. ვისი სახელობისაა ტელესკოპები ისედაც გასაგებია, თუმცა მათ  დამატებითი სახელებიც გააჩნიათ – ვალტერ ბაადე (გერმანელი ასტრონომი) და ლენდონ კლეი(ამერიკელი ბიზნესმენი).

ასტრონომები ხუმრობენ.

 „მაგელანებს“ იქეთ მცირე ტელესკოპებია განთავსებული: 2,5 მეტრიანი du Pont (1977წ.), ვარშავის უნივერსიტეტის მეტრიანი Swope(ლას-კამპანასის პირველი ტელესკოპი), რომელიც აქ დიდი პოლონელი ასტროფიზიკოსის ბოგდან პაჩინსკის ინიციატივით ოთხმოცდაათიან წლებში აშენდა. ეს ტელესკოპი OGLE (Optical Gravitational Lensing Experiment- გრავიტაციული ლინზირების ოპტიკური ექსპერიმენტი)-ს მთავარი ინსტრუმენტია, მიკროლინზირების აღმოსაჩენი ყველაზე უფრო წარმატებული ექსპერიმენტი. 1996 წელს მის აშენებაზე მხოლოდ 1 მილიონი დოლარი დაიხარჯა. თუ ტელესკოპების ეფექტურობას მშენებლობაზე დახარჯული ფულითა და აღმოჩენების რაოდენობით შევადარებთ, მაშინ ეს ინსტრუმენტი ლიდერთა შორის იქნება.

 ტელესკოპების გარდა მთაზე პატარა სოფელიცაა, შემდგარი ოფისის შენობებით, სასტუმროებითა და სპორტდარბაზებით. ამ შენობებიდან „მაგელანებამდე“ ფეხით (800 მეტრი) ან შემოვლითი გზით, ავტომობილით (2,5 კმ.) მოხვდებით. იმის გამო რომ დამკვირვებლებს დღეში რამდენიმეჯერ უხდებათ ტელესკოპებსა და ოფისს შორის გადაადგილება, მათთვის სპეციალური ავტომობილებია გამოყოფილი. მანქანები არასოდეს იკეტება, ხოლო გასაღები ყოველთვის შიგნითაა დატოვებული. იგივე ხდება სასტუმროს ნომრებშიც: ისინი ყოველთვის ღიაა, არც გასაღებებს არიგებს ვინმე, რადგან უცხო პირთა ლას-კამპანასში მოხვედრა შეუძლებელია.

 ლას-კამპანასის ახალი მსხვილი პროექტია 20 მეტრიანი ტელესკოპი GMT. მის მშენებლობაზე არა მარტო კარნეგის ინსტიტუტი, არამედ ათობით ა.შ.შ-ელი, ავსტრალიელი, სამხრეთ კორეელი და რაღა თქმა უნდა ჩილელი პარტნიორები მუშაობენ. მშენებლობა 23 მარტს მთის აფეთქებით დაიწყო, რომლის თავზეც ტელესკოპი მოთავსდება. ამ მოვლენამ პირობითი სახელიც მიიღო Big Bang Event -ანალოგიით დიდ აფეთქებასთან, რომელმაც სამყარო გააჩინა. ეს ექტრამალურად დიდი ტელესკოპების მშენებლობაში გადადგმული პირველი ნაბიჯია, რადგან 30 მეტრიანი ТМТ, რომელიც ჰავაიზე აშენდება და 39 მეტრიანი E-ELT(ევროპის სამხრეთული ობსერვატორია)-ეს მშნებლობა ჯერ არ დაწყებულა.

ერთ-ერთი მაგელანი მარცხნივ და სოფელი ლას-კამპანასი მარჯვნივ, რომლის მოპირდაპირე მთის მწვერვალზეც GMT აშენდება.

აუზიდან შავ ხვრელებამდე

 E-ELT (ევროპის ექსტრემალურად დიდი ტელესკოპი) მთა არმაზონესზე აშენდება(500 კმ-ით ჩრდილოეთით ლას-კამპანასიდან). ამ 3500 მეტრის სიმაღლის მწვერვალამდე ჯერჯერობით მხოლოდ გზაა მიყვანილი, არანაირი სხვა ინფრასტრუქტურა იქ არ არსებობს. ამ მთის მეზობლად ობსერვატორია პარანალი მდებარეობს, მისი ცენტრალური ინსტრუმენტის VLT (Very Large Telescope – ძალიან დიდი ტელესკოპი), ყველაზე მოწინავე ტელესკოპი მსოფლიოში, როგორც მას ESO-ელები უწოდებენ. კომპლექსი ოთხი 8,2 მეტრიანი ტელესკოპისგან შედგება, რომლებსაც დამოუკიდებლად მუშაობა და ერთიან ინტერფერომეტრად გაერთიანება შეუძლიათ. ტელესკოპების მოწყობილობათა კომპლექსებით სხვა და სხვაგვარ ასტროფიზიკურ ამოცანებზე მუშაობაა შესაძლებელი, მთვარეზე დაკვირვებები და ეკზოპლანეტების ძებნა, სამყაროს გაფართოების შესწავლა და ა.შ. VLT-ეთი გაკეთებულ საუკეთესო აღმოჩენად, ESO, ჩვენი გალაქტიკის ცენტრში ზემასიური ხვრელის არსებობის მტკიცებულებას თვლის, რაც ირმის ნახტომის ვარსკვლავების მოძრაობაზე დაკვირვებით დადგინდა.

VLT-ეს 8 მეტრიან ტელესკოპთა კომპლექსი.

 პარანალის კიდევ ერთი აუცილებლად აღსანიშნავი ტელესკოპია VISTA. მისი 4 მეტრიანი სარკე რუსეთშია დამზადებული. ამ ტელესკოპმა ინფრაწითელ დიაპაზონში გადაღებული ცის არა ერთი ხელმისაწვდომი კატალოგი გააკეთა – ასეთ დეტალურ ფოტოებს ხსენებულ დიაპაზონში მსოფლიოს ვერცერთი ტელესკოპი ვერ აკეთებს.

 თითქმის 3000 მეტრის სიმაღლიდან, სადაც ტელესკოპები მდებარეობენ, ოკეანის შთამბეჭდავი ხედი იშლება. პარანალიდან სანაპირომდე პირდაპირი მანძილი 20 კილომეტრზე მეტს არ აღემატება. იქამდე მანქანით მისაღწევად, მთის მიხვეულ მოხვეული გზებით, დაახლოებით ორი საათია საჭირო. ობსერვატორია მეტნაკლებად ავტონომიურად არსებობს. მაგალიტად, პარანალზე მცირე ელექტროსადგურია აშენებული, დიზელი, გაზი და სხვა სახის საწვავი აქ ცისტერნებით ამოაქვთ. დღეში სამჯერ ობსერვატორიას დისტილირებული (გამოხდილი) წყლის მზიდი სტუმრობს.

 ობსერვატორიის სასტუმრო უნიკალური სეისმომედეგი ნაგებობაა, 120 ნომრით, რესტორნით, პალმებიანი ბაღითა და აუზით. მან ამით ჰოლივუდელების ყურადღებაც მიიპყრო. 2008 წელს ბონდიანას ერთ-ერთი სერიის – „მოწყალების კვანტი“, ზოგიერთი ეპიზოდი სწორედ აქ გადაიღეს.

 კარვების ქალაქი

 პარანალში „ქალაქი-ბაღია“ აშენებული, პლატო ჩახნანტორზე კი, ჩილეს ჩრდილოეთ საზღვართან, აქტიურად მიმდინარეობს რადიოტელესკოპთა სისტემის ALMA-ს მშენებლობა. დღეისათვის ეს ყველაზე მსხვილი მიწისზედა ასტრონომული პროექტია. მასში ასევე მონაწილეობს ჩრდილოეთ ამერიკა (ა.შ.შ-სა და კანადის სახით) და იაპონია. მწვერვალის ძირში პატარა შემეცნებითი ქალაქია, რომლსაც ჯერჯერობით კარვების ქალაქს თუ ვუწოდებთ. რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით მიმდინარეობს ანტენების აწყობა, რომლებიც სუბმილიმეტრულ დიაპაზონში მუშაობენ. 5000 მეტრის სიმაღლის პლატოზე თვეში ორი-სამი ახალი ანტენა იგზავნება. იქამდე გრძელი და მიხვეულ-მოხვეული გზა მიდის, რომლის გასწვრივაც ათ მეტრიანი კაქტუსები და ვიკუნიები (ლამასმაგვარი ცხოველი) გვხვდება. ასეთ სიმაღლზე სუბმილიმეტრული გამოსხივების ადვილად მშთანთქავი წყლის ოქრთქლის რაოდენობა ძალიან მცირეა, რაც რადიოდიაპაზონში უკეთესად მუშაობის საშუალებას იძლევა.

ALMA-ს ტელესკოპის აწყობის პროცესი.

 ამჟამად, კომპლექსის 60 ანტენიდან ნახევარის დაყენება დასრულებულია. მიუხედავად ამისა პროექტი ALMA უკვე დაიწყო – ეს 2011 წლის 30 სექტემბერს მოხდა. თავდაპირველად კვლევათა 112 განაცხადი იქნა ამორჩეული, რომლებიც ვარსკვლავთშორისი სივრცის კვლევას ეხებოდა(44,6%). განაცხადთა 25,9% გალაქტიკების კვლევას დაეთმო, 18,8% კოსმოლოგიას, 10,7% ვარსკვლავების ევოლუციას. ALMA-ს სავარაუდო სამუშაო ვადა 30 წელია, ამის მერე მოხდება მისი გაუმჯობესება, სრულყოფა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.