მკვლევართა თქმით, 2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით კოსმოსური სხივების რაოდენობის შემცირება შეიმჩნეოდა, რომელთაც აპარატის დეტექტორები აფიქსირებენ. 2012 წლის მაისიდან კი ამ სხივთა რაოდენობამ ისევ ზრდა დაიწყო, დაახლოებით 5% კვირაში სიჩქარით.
მეცნიერები ამბობენ, ეს ერთ-ერთი ინდიკატორია იმისა, რომ ”ვოიაჯერი” მზის სიტემის კიდეებს ტოვებს. ზუსტი საზღვრის დადგენა რთულია, ამიტომ აპარატის სისტემიდან ვარსკვლავთშორის სივრცეში გასვლის ფაქტის განსაზღვრა რამდენიმე ნიშნით მოხდება. კოსმოსური სხივების დონის ზრდა მათ შორის ერთ-ერთია.
კიდევ ორი ნიშანი: მაგნიტური ველის ორიენტაციის შეცვლა და აპარატის გარშემო ნაწილაკების ინტენსიურობა, რომლებიც ჰელიოსფეროდან გამოდიან. ამჟამად მეცნიერებმა არ იციან, სრულდება თუ არა ეს პირობები – კოსმოსური აპარატიდან მიღებული მონაცემების დამუშავებას დიდი დრო სჭირდება.
2011 წლის ბოლოს ”ვოიაჯერ 1” ე.წ. სტაგნაციის რეგიონში შევიდა. კოსმოსური სივრცის ამ ნაწილში დამუხტულ ნაწილაკთა წნევა ვარსკვლავთშორისი გარემოს მხრიდან მზის მირ წარმოქმნილ მაგნიტურ ველს ”ასქელებს”(მზის სისტემის ცხვირი). ამის გამო რეგიონში ველის ინდუქცია ძალიან მაღალია. 2010 წელს აპარატმა ჰელიოსფეროს საზღვრები დატოვა.
”ვოიაჯერ 2” და ”ვოიაჯერ 1”(ნუმერაციის მიუხდავად აპარატები ასეთი როგოთ გაუშვეს) კოსმოსში 1977 წელს გაფრინდნენ. პლანეტათა კარგი განლაგების გამოყენებით, ”ვოიაჯერების” მზის სისტემის საზღვრებისკენ მიმართვა მოხერხდა.
დღეისათვის ”ვოიაჯერ 1” დედამიწას 119 ასტრონომული ერთეულითაა დაშორებული(1 ა.ე. = 150 000 000 კმ) – დაახლოებით 17,8 მილიარდი კილომეტრი. აპარატებს ენერგიით რადიოიზოტოპური წყარო ამარაგებს.