მწვანე სფერო ცენტრში, პირობით ფერებში, ჩილეს ლას-კამპანას მაგელანის ტელესკოპით მიღებულ გამოსახულებაზე, განვითარების ადრეულ სტადიაზე მყოფი გალაქტიკაა, 13 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე – ერთ-ერთი, დღეისათვის ცნობილ 10 უშორეს ობიექტთა შორის.
დროთა განმავლობაში ეს პატარა ბურთულები, ფორმირების სტადიაში მყოფი ვარსკვლავები, ერთმანეთის გარშემო დაიწყებენ „ცეკვას“, ერთმანეთთან შერწყმასა და დიდი გალაქტიკების ჩამოყალიბებას.
გალაქტიკა LAEJ095950.99+021219.1 აღმოაჩინეს სინათლით, რომელიც იონიზირებულმა წყალბადმა გამოასხივა, კარნეგის ინსტიტუტში აწყობილი, მაგელანის ტელესკოპის სპექტროგრაფ IMACS-ით. ასე შორს მყოფი ობიექტის მოსაძებნად, რომლის არსებობა უკვე ნავარაუდევი იყო, მეცნიერთა ჯგუფმა სპეციალური ვიწროზოლიანი ფილტრი გამოიყენა, რომელსაც განსაზღვრული სიგრძის ტალღის დანარჩენებისგან გამოყოფა შეუძლია.
რატომ არ ჰგავს LAEJ095950.99+021219.1 სხვა გალაქტიკებს, რომლებიც ჩვენ ფოტოებზე გვინახავს? სანგიტა მალხოტრა( Sangeeta Malhotra), არიზონას ინსტიტუტის პროფესორი, გვიხსნის, რომ გალაქტიკებმა სამყაროს ახლანდელი ასაკის ნახევარზე დაიწყეს ჩვენთვის ნაცნობი ფორმების მიღება. რატომ, როგორ, როდის და სად ხდება მათი ცვლილება, ეს ამჟამად კვლევის უმთავრესი საგანია.
მაგელანის ორმაგი ტელესკოპის ერთ-ერთი სარკე(6,5 მ.).