ასტრონომებმა, რენტგენის გამოსხივების ულტრა-ელვარე წყარო გადაიღეს.
ასტრონომები შავი ხვრელიდან ამოსულმა ენერგიის კოლოსალურმა ნაკადმა გააკვირვა, ხვრელიდან, რომელიც სპირალური გალაქტიკის – M83, ცენტრში მდებარეობს. ამ ობიექტამდე მანძილი 15 მილიონი სინათლის წელია.
მეცნიერთა თქმით, ანთების ინტენსიურობა იმდენად ძლიერი იყო, რომ პრაქტიკულად 3000-ჯერ აჭარბებდა ჩვეულებრივ რენტგენულ ანთებებს, რომლებიც შავ ხვრელებთან აქამდე დაფიქსირებულა.
რენტგენის მძლავრი გამოსხივების ახალი წყარო ორბიტალური ობსერვატორიების „ჰაბლისა“ და „ჩანდრას“ საშუალებით აღმოაჩინეს.
გამოსახულების მარჯვენა მხარეს ნაჩვენებია სურათი, რომელიც შედგენილია „ჰაბლის“ ოპტიკურ დიაპაზონში (ცისფრად) და „ჩანდრას“ რენტგენის დიაპაზონში(ვარდისფერი) გადღებული ფოტოებით. მარცხნივ გალაქტიკის ოპტიკური გამოსახულებაა წარმოდგენილი, სადაც გამოსხივების წყარო სწორკუთხედშია აყვანილი.
ეს წყარო ულტრა-ელვარე რენტგენის გამოსხივების წყაროებს ეკუთვნის. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ჩამოუვარდება ელვარებაში გალაქტიკების აქტიურ ბირთვებს(კვაზარი).
პირველი სარკეებიანი ობსერვატორია, რომელსაც რენტგენის სხივების ფოკუსირება შეეძლო. ობსერვატორია, რენტგენის ფოტონების პარაბოლურ სარკეებზე სრიალა არეკვლის პრინციპზე მუშაობს(„ჩანდრა“).
ჩვენს გალაქტიკაში რენტგენის კაშკაშა წყარო არ არსებობს, ამიტომ ასტრონომები სხვა გალაქტიკებში იკვლევენ მათ.
ჩვეულებრივ, ყველაზე ელვარე და მძლავრი რადიოგამოსხივების წყაროები ნეიტრონული ვარსკვლავებისა და შავი ხვრელების მახლობლად მდებარეობს. რენტგენის ულტრა-ელვარე ობიექტი პირველად, აინშტაინის სახელობის ორბიტალური ტელესკოპით ოთხმოციან წლებში აღმოაჩინეს. ეს იყო პირველი სარკეებიანი ობსერვატორია, რომელსაც რენტგენის სხივების ფოკუსირება შეეძლო.