აღმოჩენა პროტონების შეჯახებებზე დაკვირვებით მიღებული მონაცმებით მოხდა. ექსპერიმენტები 2011 წელს ტარდებოდა, შეჯახების ენერგია კი 7 ტერაელექტრონვოლტს აღწევდა. ნაწილაკი მისივე დაშლის შედეგებზე დაკვირვებით აღმოაჩინეს, მისი მასა 5945.0 ± 2.8 მეგაელექტრონვოლტია(ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში მასა და ენერგია ერთი და იგივე სიდიდეებით იზომება). ეს გაცილებით მეტია, ვიდრე იგივე ნაწილაკის მასა არააგზნებულ მდგომარეობაში, რომელიც ფიზიკოსებმა 2011 წელს სხვა ამაჩქარებელზე(ტევატრონი,ა.შ.შ.) აღმოაჩინეს.
დეტექტორ CMS-ში მიმხდარი შეჯახების რეკონსტრუქცია. წითლით მაღალენერგიული ფოტონია ნაჩვენები, ყვითლით სხვა ნაწილაკები. ცისფრით – კრისტალი, რომელშიც ხდება დეტექტირება(CERN).
აგზნებული მომხიბვლელი ქსი-ბარიონი(Ξb*0), როგორც სხვა ბარიონები, მათ შორის პროტონები და ნეიტრონები(ატომი), სამი კვარკისგან შედგებიან. კვარკებს გააჩნიათ ექვსი სორტი ან ”არომატი”, მათი სხვა და სხვა კომბინაციებით კი წარმოიქმნებიან დამზერადი ნაწილაკები. აღმოჩენილი ქსი-ბარიონი ზედა და უცნაური კვარკებისგან შედგება. მომხიბვლელი და უცნაური კვარკების უარყოფითი მუხტი ზედა კვარკის დადებითი მუხტითაა კომპენსირებული, ამიტომ მთლიანობაში ნაწილაკი ელექტრულად ნეიტრალურია.
დეტექტორი CMS(კომპაქტური მიუონური სოლენოიდი), რომლის მიონაცემებიც ხსენებულ ნამუშევარში გამოიყენეს, დიდ ადრონულ კოლაიდერზე დაყენებული მთავარი დეტექტორებიდან ერთ-ერთია. განსხვავებული დეტექტორები სხვა და სხვა მასის ნაწილაკების განსხვავებული ტექნოლოგიებით აღმოჩენაზეა ”სპეციალიზირებული”.
ახლახანს ფიზიკოსებმა, რომლებიც დაკ-ზე მუშაობენ ამაჩქარებლის რეკორდული ნათობის მიღწევაზე გააკეთეს განცხადება – მახასიათებელი, რომელიც შეჯახებების სიხშირესა და ექსპერიმენტული მონაცემების დაგროვების სიჩქარეს გვიჩვენებს.