სინათლეზე სწრაფი ნეიტრინოები და გამა ანთება

 ასტრონომებმა იტალიიდან და საფრანგეთიდან დაადგინეს, რომ სინათლეზე სწრაფ მიუონურ ნეიტრინოებს, რომლებიც დეტექტორ OPERA-ზე დააფიქსირეს, გამა-ანთებების(GRB) თავისებურებანი შეუძლიათ აგვიხსნან.

 ნაშრომის ჩარჩოებში მეცნიერებმა განიხილეს გამა-ანთების რამდენიმე მოდელი. ეს მოვლენა აქამდე ცნობილ ასტრონომულ მოვლენათა შორის ყველაზე დიდი სიმძლავრით გამოირჩევა. ერთი მოდელის მიხედვით, მაგალითად, ანთებები ახლად ჩამოყალიბებული შავი ხვრელის მასის სწრაფი ზრდით ხდება. ამ მოდელების მიხედვით მოვლენის დროს მაღალენერგიული ნეიტრინოების დიდი ნაკადი უნდა გამოსხივდეს. ეს ნაწილაკები კი მიწაზე მყოფმა დეტექტორებმა უნდა დაფიქსირონ, თუმცა, მსგავსი არაფერი ხდება. მეცნიერთა თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ან გამა-ანთებების მოდელებია არასწორი, ან, თუ OPERA-ზე მიღებულ შედეგებს გავითვალისწინებთ, მოძრაობენ რა ნეიტრინოები სინათლეზე სწრაფად, მოსალოდნელ დროზე ადრე მოდიან დედამიწამდე.

ილუსტრაცია PD-USGOV-NASA.

 OPERA-ს მიერ მიღებული უცნაური შედეგები 2011 წლის 23 სექტემბერს გამოჩნდა. ფიზიკოსთა მონაცემებით, ნეიტრინოები(ატომი), რომლებსაც ცერნში მყოფი სუპერპროტონული სინქროტრონი ასხივებს, დეტექტორამდე მოდიოდნენ იმაზე ადრე, ვიდრე წინასწარმეტყველებდა კომპიუტერული მოდელი. მონაცემთა ანალიზით დადგინდა, რომ ნაწილაკები სინათლეზე 0,00248 პროცენტით სწრაფად მოძრაობენ.

ინფორმაციამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა ფიზიკოსებს შორის. ზოგიერთი თვლის, რომ საქმე ჯგუფურ სიჩქარეშია, სხვები ამბობენ, რომ მონაცემები არ ემთხვევა ზეახალ SN 1987A-დან მიღებულს. ზოგიერთი ცდილობს მოვლენის თეორიებით ახსნას – მოხდა ლორენც-ინვარიანტულობის დარღვევა, დამატებითი განზომილებების არსებობა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.