თანამედროვე წარმოდგენების მიხედვით, გალქტიკის ცენტრებში არსებული ზემასიური შავი ხვრელები ვარსკვლავური მასების ხვრელებიდან(ზეახალი) ვითარდებიან, მატერიის თანდათანობით შთანთქმით. ამ თეორიის ძირითადი ნაკლი ისაა, რომ ვერ ხსნის მატერიის შთანთქმის ამდაგვარ მექანიზმს. კერძოდ, გაუგებარია, თუ როგორ ახერხებენ ხვრელები ასე სწრაფად(კოსმოსური მასშტაბებით) ზრდას.
ახალი კვლევის ჩარჩოებში მეცნიერებმა ხვრელის მახლობელ სივრცეში მიმდინარე პროცესების რიცხობრივი მოდელირება გამოიყენეს. ადრეც იყო ცნობილი, რომ მასის სწრაფი ზრდა ვარსკვლავის და არა გაზების შთანთქმითაა შესაძლებელი. მოდელირებით დადგინდა, რომ ხვრელისთვის ცალკეული ვარსკვლავის გრავიტაციული მიზიდულობით გამოჭერა და შთანთქმა საკმაოდ ძნელია.
ამასთან ერთად, თუ ხვრელის ახლოს ორმაგი ვარსკვლავი აღმოჩნდა, შთანთქმის ეფექტი შესამჩნევად იზრდება – ერთი ვარსკვლავი, ჩვეულებრივ, გრავიტაციის ზემოქმედებით სისტემიდან გაიტყორცნება, ხოლო მეორე ხვრელზე ეცემა. ამგვარად, ხვრელის ზრდის სიჩქარე მის ახლოს მყოფი ორმაგი ვარსკვლავების რაოდენობით განისაზღვრება. მეცნიერების თქმით, ახალი ჰიპოთეზის შესამოწმებლად ხვრელის მახლობელი გარემოს გამოსხივების სპექტრის შესახებ მეტი და უფრო ზუსტი მონაცემების მიღებაა საჭირო.
გარდა ამისა აუცილებელია ხვრელთან ახლო ორმაგი ვარსკვლავების პოპულაციის შეფასებაც. ყველა ამ ამოცანის რეალიზება კი მომავალი თაობის ტელესკოპებითაა შესაძლებელი.