ამრეკლი ნისლეულები ახლოს მდებარე ვარსკვლავების შუქით ანათებენ, რომელიც ნახშირბადის შემცველი უწვრილესი მტვრის ნაწილაკებიდან აირეკლება. ტიპიური ცისფერი შეფერილობა იმასთანაა დაკავშირებული, რომ ის უფრო ეფექტურად აირეკლება ხსენებული ნივთიერების შემცველი ნაწილაკებისგან, ვიდრე წითელი. ნისლეულის ელვარება ნაწილაკების ზომაზე და სიმკვრივეზეა დამოკიდებული, ასევე ახლოს მდებარე ვარსკვლავების ან ვარსკვლავის ფერით. ამ ფოტოზე გამოსახულია ამრეკლი ნისლეული NGC 1435, რომელიც გარსაკრავს ვარსკვლავ მეროპას(23 ტაუ) – თანავარსკვლავედ პლეადას(M45) ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი. პლეადაში ეს ნისლეული გაფანტული ვარსკვლავთგროვასა და მოლეკულარული ღრუბლის შემთხვევითი შეჯახებით ჩამოყალიბდა.
_ნისლეული როზეტა – ეს არა მხოლოდ გაზურ-მტვროვანი ღრუბელია, რომელიც თავისი ფორმით ვარდს მოგვაგონებს, არამედ ღამის ცის ყველაზე ცნობილი ნისლეული.
ქვედა ფოტო ქართველი ასტრომოყვარულის მიერ(დ.დ. 2014 წ.) არის გადაღებული, იონიზირებული წყალბადის(H-ალფა) სპექტრულ ზოლში.
ნისლეული დედამიწიდან 5000 სინათლის წლის მანძილზე, უზარმაზარი მოლეკულური ღრუბლის კიდეზე, მარტორქას თანავარსკვლავედში მდებარეობს. კოსმოსური ვარდის ფურცლები სინამდვილეში ვარსკვლავური აკვნებია, რომელთა ლამაზი, სიმეტრიული ფორმები ცენტრლურ ნაწილში განლაგებული ცხელი და ახალგაზრდა ვარსკვლავების გამოსხივებითაა განპირობებული. ამ ენერგიული გროვას(NGC 2244) ვარსკვლავების ასაკი რამდენიმე მილიონ წელს არ აჭარბებს. როზეტას(NGC 2237) ცენტრალური ნაწილის ზომა დაახლოებით 50 სინათლის წელია. ამ ნისლეულის დანახვა მცირე სიმძლავრის ტელესკოპითაცაა შესაძლებელი, მარტორქას თანავარსკვლავედის მიმართულებით.
ორიონის თანავარსკვლავედში გაცილებით მეტი ვარსკვლავია, ვიდრე ადვილად შესამჩნევი, ერთ რიგში გამწკრივებული სამი ვარსკვლავი.
ამ ღრმა გამოსახულებაზე თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ყველაფერი, ბნელი ნისლეულით დაწყებული და ვარსკვლავთგროვებით დმთავრებული. ეს ყველაფერი წაგრძელებული გაზური ღრუბლის შიგნითაა, რომელიც კიდევ უფრო დიდი, ორიონის მოლეკულური ღრუბლის ნაწილია. სამი ვარსკვლავი მარცხნივ, ორიონის წრის ნცობილი ვარსკვლავები არიან. ქვედა ვარსკვლავის, ალნიტაკის, ოდნავ დაბლა ცეცხლოვანი ნისლეული მდებარეობს, რომელის ნათება წყალბადის აგზნებული ატომებითაა გამოწვეული. ის მოყავისფრო მტვრის კვანძებშია ჩაძირული. ალნიტაკიდან მარჯვნივ, გამოსახულების ცენტრს დაბლა, მდებარეობს ნისლეული ცხენის თავი. გამოსახულების ზედა, მარჯვენა ნაწილში ჩანს M42 – თვითონ ორიონის ნისლეული – ცხელი გაზის ქვაბი, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც შეგიძლიათ დაინახოთ. M42-იდან ოდნავ მარცხნივ ცისფერი ამრეკლი ნისლეულია, უამრავი ცისფერი ვარსკვლავით. ეს გამოსახულება რამდენიმე ღამის განმავლობაში გადაღებული ფოტოებითაა შედგენილი და 75 სინათლის წლის ზომის სივრცეს მოიცავს. მასზე გამოსახული ობიექტები ჩვენიდან ნხევარი ათსი სინათლის წლის მანძილზე იმყოფებიან.