ნისლეული ლოკოკინა

 ნუთუ, ჩვენს მზესაც მომავალში იგივე ელის? ნისლეული ლოკოკინა – ერთ-ერთი ახლო და ელვარე პლანეტური ნისლეულია.

 ღრუბელი, მზისმაგავრი ვარსკვლავის სიცოცხლისოლოზე მოგვითხრობს. ვარსკვლავის გარე ფენები სივრცეში ყველა მიმართულებით იფრქვევა და ისეთ ფორმას ღებულობს, თითქოს ლოკოკინას(Helix Nebula) დავყურებდეთ ზემოდან. ნისლეულის ცენტრში ვარსკვლავის ნარჩენია, რომელიც თეთრ ჯუჯად იქცა. მისი მაღალენერგიული გამოსხივება ღრუბელს ნათებას აიძულებს.

VISTA.
VISTA-ს დიდი ინფრაწითელი კამერა.

 NGC 7293(ლოკოკინა)-მდე მანძილი 700 სინათლის წელია, მდებარეობს მერწყულის თანავარსკვლავეში და 2,5 სინათლის წლის ზომისაა. ეს გამოსახულება ინფრაწითელი ფილტრებითაა გადღებული, 4,1 მეტრიანი სარკის მქონე ტელესკოპით(VISTA), რომელიც ევროპის სამხრეთულ ობსერვატორიას ეკუთვნის(პარანალი, ჩილე). ნისლეულის შიდა ნაწილის გადიდებულ გამოსახულებაზე ჩანს გაზური კვანძები, რომელთა ბუნება გაურკვეველია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.